100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია

100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია
საქართველოში 90 ათასამდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მხოლოდ 0.6% მსხვილ, ხოლო 2.5% საშუალო ზომის საწარმოდ არის კლასიფიცირებული. დანარჩენი მცირე ზომის კომპანიებია. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში წარმოდგენილ კომპანიებს შორის ასი ყველაზე ძვირადღირებულის ჯამური ღირებულება 77.6 მლრდ ლარს აჭარბებდა. 

! რეიტინგის დაზუსტების ფარგლებში კომპანიების პოზიციების დაკორექტირდა. მაგთიკომის შემთხვევაში, ფინანსური მაჩვენებლების სავალუტო ერთეულის დაზუსტების შემდეგ, კომპანიამ მე-9 პოზიციიდან მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. აგრეთვე, შეფასების კრიტერიუმების დამატებითი გადამოწმების შედეგად ჰელსიკორი ვერ ხვდება ასეულში. შესაბამისად, მის ქვემოთ განთავსებული კომპანიების პოზიციებმა ერთი საფეხურით მაღლა აიწია, ხოლო მეასე კომპანიად რეიტინგს დაემატა ლაიქ ჰაუსი.

ბოლო განახლება: 11 თებერვალი, 2026, 21:54

წარმოგიდგენთ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ასეულს. რეიტინგში კომპანიების ღირებულება მათ ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით, Forbes Georgia-ს ანალიტიკური გუნდის მიერ სრულიად დამოუკიდებლად შეფასდა.

კომპანიების ღირებულების შეფასება და რეიტინგის მომზადება ეფუძნება მათი 2023 წლის ფინანსურ ანგარიშებს, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, საკუთარი ვებგვერდიდან და სხვა საჯარო წყაროებიდან. 

შენიშვნა 

რეიტინგი არ მოიცავს კომპანიებს, სადაც საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს საკონტროლო წილი გააჩნია (მაგალითად, ასეთია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (სოკარი) კონტროლის ქვეშ კომპანიები და რუსეთის ფედერაციის Интер РАО-ს 75.11%-იანი წილის მქონე „თელასი“). ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებში იგულისხმება ისეთი იურიდიული პირები, რომლებსაც დაფუძნებული/რეგისტრირებული და საწარმოო პროცესის ძირითადი ნაწილი აქვთ საქართველოში. კომპანიის მფლობელების შესახებ დეტალები წარმოდგენილია 15.05.2025-ისთვის საჯარო წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.

1. ენერგო – პრო ჯორჯია

ენერგო-პრო ჯგუფი საქართველოში 2006 წლიდან არის წარმოდგენილი, რომელიც, თბილისის გარდა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდებას, დისტრიბუციასა და გენერირებას ახორციელებს. კომპანია ხსენებულ არეალში წარმოადგენს ბუნებრივ მონოპოლიას. ენერგო-პრო ჯგუფს DK Holding Investments s.r.o-ს საშუალებით სრულად ფლობს და აკონტროლებს იარომირ ტესარი.

2. თიბისი ბანკი

თიბისი ყველაზე ძველი კომერციული ბანკის ლიცენზიის მფლობელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს. კომპანია 9 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რითაც ერთ-ერთი უმსხვილესია შრომის ბაზარზე. სს თიბისი ბანკის 99.88%-ს ფლობს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული TBC Bank Group PLC. სს თიბისი ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები მამუკა ხაზარაძე (9.51%), ბადრი ჯაფარიძე (5.87%) და სხვები არიან.

3. საქართველოს ბანკი

1994 წლიდან საქართველოს ბანკი მომხმარებელს საბანკო სერვისებს აწვდის. კომპანიის 1.9 მლნ-ზე მეტ აქტიურ კლიენტს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 189 ფილიალში 8.5 ათასი დასაქმებული უწევს მომსახურებას. სს საქართველოს ბანკის 99.96%-ს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული Lion Finance Group PLC ფლობს. Lion Finance Group PLC -ის კაპიტალში 1.77%-იანი აქციების ინტერესს კომპანიის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ფლობს.

4. საქართველოს კაპიტალი

სს საქართველოს კაპიტალის 100%-იან წილს ამავე სახელწოდების დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია ფლობს, რომლის კაპიტალში 7.1%-იანი ინტერესი გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურს აქვს. (ჯერჯერობით აქციების 4.66%-იანი წილის საკუთრებას ფლობს). საქართველოს კაპიტალი ქართულ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული ჯგუფია, რომლის მსხვილი პორტფელი საფინანსო და სამედიცინო სექტორს უკავშირდება.

5. მაგთიკომი

მაგთიკომმა როგორც მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა კომერციული  საქმიანობა 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო დღეს კი კომპანია 3 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს სატელეკომუნიკაციო სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. კომპანიას აშშ-ში რეგისტრირებული International Telcell Cellular და Telcell Wireless ფლობს და გიორგი ჯოხთაბერიძე აკონტროლებს. 

6. სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი

სილქ როუდი ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია, რომელიც ტრანსპორტის, ვაჭრობის, უძრავი ქონების, ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებშია წარმოდგენილი. კომპანიის 61.8% მფლობელი და მაკონტროლებელი გიორგი რამიშვილია, ხოლო დანარჩენი 38.2%-ის მესაკუთრე იერკინ ტატიშევია.

7. ენთეინ ჯორჯია (კრისტალბეთი)

კომპანიის 100%-იან წილს მალტაში რეგისტრირებული Bwin Holdings-ი ფლობს. ენთეინ ჯორჯია შპს მარსის საშუალებით ორგანიზებას უწევს აზარტულ თამაშობებს. კომპანია სათამაშო ბიზნესის სექტორში წარმოდგენილია კრისტალბეთის სახელით. კრისტალბეთი ერთ-ერთი უმსხვილესი აზარტული თამაშობების მომწყობი ქსელის ნაწილია.

8. ქართული ცემენტი

ქართული ცემენტი ბაზარზე ჰაიდელბერგცემენტის სახელით ოპერირებდა, მაგრამ 2024 წლიდან ახალი ბრენდის – ჰანიველ ცემენტის სახელით განაგრძობს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. 2023 წლის ბოლოსთვის კომპანიის 90%-ს ეკატერინე ხვედელიძე ფლობდა, ხოლო 10%-ს – სვეტლანა ლამპრიანოვა-ბეჟუაშვილი. 2024 წლის ბოლოს საბოლო ბენეფიციართა სტრუქტურა შეიცვლა, მაგრამ დეტალები უცნობია.

9. ეპამ სისტემს (ჯორჯია)

ეპამ სისტემს (ჯორჯია) საქართველოში 2021 წლიდან ოპერირებს და  საქართველოდან საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურებას უწევს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაკავშირებულ მხარეებს. ეპამ სისტემს (ჯორჯია) ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი აშშ-ში რეგისტრირებული EPAM Systems Inc. არის.

10. თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯი თბილისში გაზის დისტრიბუციის ლიცენზიის საფუძველზე ბუნებრივ მონოპოლიას ფლობს. 2023 წლის მდგომარეობით კომპანიის მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული ვოლთბეის საშუალებით ნასიბ ჰასანოვი (50%), ხვიჩა მაქაცარია (25%) და მამუკა ტოგონიძე (25%) ფლობდნენ. თუმცა საჯარო რეესტრში არსებული ბოლო დოკუმენტაციით ვოლთბეის 100%-იანი მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.

 

#დასახელებაინდუსტრიაღირებულება (მლნ ლარი)მფლობელი
1ენერგო – პრო ჯორჯია (3)ელექტროენერგია6529,9იარომირ ტესარი (100%)
2თიბისი ბანკიკომერციული ბანკი5792,2მამუკა ხაზარაძე (9.52%); ბადრი ჯაფარიძე (5.88%)
3საქართველოს ბანკიკომერციული ბანკი5470,2ირაკლი გილაური (0.9%)*
4საქართველოს კაპიტალიმულტისექტორული5466,5ირაკლი გილაური (5.62%)
5მაგთიკომიკავშირგაბმულობა3686,0
6სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგიმულტისექტორული2312,1გიორგი რამიშვილი (61.8%)
7ენთეინ ჯორჯია (კრისტალბეთი)აზარტული თამაშობები2112,6
8ქართული ცემენტიცემენტის წარმოება1649,7ეკატერინე ხვედელიძე (90%); სვეტლანა ლამპრიანოვა ბეჟუაშვილი (10%)**
9ეპამ სისტემს (ჯორჯია)კომპიუტერული მომსახურება1529,8
10თბილისი ენერჯიგაზის მიწოდება1356,8ხვიჩა მაქაცარია (25%); მამუკა ტოგონიძე (25%)
11არ ემ ჯი (2)სამთო მრეწველობა1332,4დიმიტრი ტროიცკი (100%)
12ნიკორასასურსათო ქსელი1294,8ვასილ სუხიაშვილი (29%); ოლეგ ბუგანოვი (16%); დავით დუმბაძე (10.75%); ვასილ ტარადინი (10%); თალიკო ცირეკიძე (9%); მაკა სალუქვაძე (6.25%)
13ფოთის საზღვაო ნავსადგურიტრანსპორტი1257,5
14ალმასარეკლამო1170,0ლევან ფხაკაძე (50%); სამსონ ფახაკაძე (50%)
15ლუკოილ-ჯორჯიაავტოგასამართი სადგური1151,1
16ორი ნაბიჯისასურსათო ქსელი978,9გოჩა ცქიტიშვილი (33.34%); გიორგი ჩხეიძე (33.33%); კახა ბექაური (33.33%)
17პსპ ფარმამედიკამენტები947,3კახაბერ ოქრიაშვილი (95%); თენგიზ ჯამელაშვილი (5%)
18ეი ბი ჯორჯია (აჭარაბეთი)აზარტული თამაშობები938,5
19ტოიოტა კავკასიაავტო ვაჭრობა935,3
20თ და კ რესტორნები (მაკდონალდსი)სწრაფი კვება933,8თემურ ჭყონია (90%); თენგიზ კაპანაძე (10%)
21ავერსი-ფარმამედიკამენტები915,9პაატა კურტანიძე (67%); ნიკოლოზ კურტანიძე (33%)
22ჯეთთიქლაუდკომპიუტერული მომსახურება907,0დავიდ სლონიმსკიი (100%)
23გორგიასამშენებლო მაღაზია889,4გია გორგოშაძე (100%)
24კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაუალკოჰოლო სასმელი768,0თემურ ჭყონია (87.47%)
25ბეთლაივიაზარტული თამაშობები736,5სულიკო ვარსემაშვილი (38%); ნანა ჯანაშია (19%); სულიკო წულუკიძე (12%)
26აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაუძრავი ქონების მართვა718,9მინდია საბანაძე (100%)
27თეგეტა მოტორსიავტო ვაჭრობა713,7თემურ კოხოძე (92.2%)
28იუ-ჯი-თიკომპიუტერული მომსახურება670,1გრიგოლ ჭირაქაძე (85%)
29ჯი-თი გრუპავტო ვაჭრობა652,7გიორგი გველესიანი (33.34%); გიორგი თავდიშვილი (33.33%); თემურ უსტიაშვილი (33.33%)
30შარმ ტრეიდინგიდისტრიბუცია640,6დიმიტრი ნიშნიანიძე (34%); ლევან კაკაბაძე (30%); გიორგი ჩივაძე (16%)
100ლაიქ ჰაუსისამშენებლო სფერო152,9ლევან მჟავანაძე (100%)

* წილს ფლობს სს „საქართველოს კაპიტალის“ საშუალებით;
** 2024 წლიდან ბენეფიციარების სტრუქტურა შეიცვლა, მაგრამ დეტალები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის; 2 და 3 (აღნიშნავს რაოდენობას) თუ ფორმალურად დაყოფილი კომპანიების საქმიანობა, სახელწოდება და მფლობელი ერთი და იგივეა. ასეთი იყო დიმიტრი ტროიცკის 100%-იან მფლობელობაში არსებული „არ ემ ჯი“. „ენერგო – პრო ჯორჯიას“ ფორმალურად დაყოფა საკანონმდებლო ცვლილებით იყო გამოწვეული.

მეთოდოლოგია

კომპანიის ღირებულების შეფასებისთვის გამოყენებულია EV/EBITDA-მიდგომა. კერძოდ, კომპანიის ღირებულება გამოთვლილია საოპერაციო მოგებას (ვალის მომსახურების ხარჯი, გადასახადები, ცვეთა და ამორტიზაცია) და განვითარებული ეკონომიკების ცალკეული ინდუსტრიებისთვის გაანგარიშებული მულტიპლიკატორის ნამრავლით, რომელსაც შემდეგ აკლდება კომპანიის წმინდა ვალი. საბოლოოდ მიღებული სიდიდე განხილულია, როგორც კომპანიის ღირებულება. იმ შემთხვევაში, როცა კომპანიას საოპერაციო ზარალი აქვს (უარყოფითი მაჩვენებელი) და შემოსავლების დინამიკა იძლევა მომავალში მოგების მიღების პერსპექტივას, ღირებულების შესაფასებლად ვიყენებთ EV/Sales-მიდგომას. კერძოდ, კომპანიის ამონაგებსა და მულტიპლიკატორს შორის ნამრავლს ვაკლებთ წმინდა ვალების მოცულობას. 

ფინანსური ინსტიტუტებისთვის (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა) P/B Ratio-მიდგომას. კერძოდ, 2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ევროპის მასშტაბით საფინანსო სექტორის მულტიპლიკატორსა და კომპანიის საკუთარ კაპიტალს შორის ნამრავლი მიღებული სიდიდე მიჩნეულია, როგორც კომპანიის ღირებულება (კომერციული ბანკები 0.8; სადაზღვევო კომპანიები 1.3; სხვა ფინანსური სერვისები 1.5). იმ ბანკებისთვის, რომელთა აქციები ბირჟაზე ივაჭრება, აღებულია უშუალოდ მათი ემპირიული ღირებულება (თიბისი და საქართველოს ბანკი).

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი