ევროპის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები

ევროპის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები

ევროპის ქვეყნებს შორის პროდუქტისა თუ მომსახურების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსხვავება მკვეთრად შესამჩნევია მეზობელ სახელმწიფოებს შორისაც კი, მაგალითად, როგორიცაა ავსტრია-უნგრეთი ან გერმანია-პოლონეთი.

იმის გასაგებად, თუ რამდენად ძვირი ან იაფია საქონელი და მომსახურება თითოეულ ქვეყანაში, ფასების დონის ინდექსი ყველაზე კარგი საშუალებაა. ფასების დონე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან დარდება და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გამოყენებით გამოითვლება. PPP ხელოვნური ვალუტაა, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენის ყიდვა შეუძლიათ ადამიანებს ერთი და იმავე რაოდენობის ფულით სხვადასხვა ქვეყანაში.

სტატიაში გამოყენებულია Eurostat-ის 2024 წლის მონაცემები. შედეგები 2000-ზე მეტი სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასებს მოიცავს. კვლევა ევროპის 36 ქვეყანაში ჩატარდა.

2024 წლის მონაცემებით, 36 ქვეყნიდან ყველაზე ძვირი შვეიცარიაა, რომლის ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 184%-ს შეადგენს – საშუალო მაჩვენებელზე 84%-ით მაღალია. ყველაზე იაფი კი თურქეთია, რომლის ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 47%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 53%-ით დაბალია. ეს შვეიცარიას თურქეთზე 3.9-ჯერ ძვირს ხდის, რაც ევროპაში ფასების დონის მკვეთრ კონტრასტს ნათელყოფს.

ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე ძვირი ქვეყანა ლუქსემბურგია. იქ არსებული ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 51%-ით მაღალია. პროდუქტი და მომსახურება ყველაზე იაფი ბულგარეთსა და რუმინეთშია, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 57%-ით.

ეს ნიშნავს, რომ ლუქსემბურგი დაახლოებით 2.7-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ბულგარეთი და რუმინეთი, რაც მნიშვნელოვან, თუმცა უფრო მცირე სხვაობას აჩვენებს შვეიცარიასა და თურქეთს შორის არსებულ სხვაობასთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ათ ქვეყანაში ფასები EU-ს საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. ლუქსემბურგს სიძვირით დანია (143%) და ირლანდია (141%) მოსდევს.

ევროკავშირის ოთხ უდიდეს ეკონომიკას შორის, გერმანიასა (109%) და საფრანგეთში (108%) ფასები EU-ს საშუალოზე ოდნავ მაღალია, ხოლო იტალიასა (98%) და ესპანეთში (91%) – ოდნავ დაბალი.

ქვეყანაინდექსი
შვეიცარია184
ისლანდია173
ლუქსემბურგი151
დანია143
ირლანდია141
ნორვეგია134
ფინეთი127
შვედეთი123
გაერთიანებული სამეფო (2023)123
ნიდერლანდები121
ავსტრია120
ბელგია119
გერმანია109
საფრანგეთი108
ევროკავშირის საშუალო100
იტალია98
ესტონეთი97
კვიპროსი95
მალტა93
სლოვენია91
ესპანეთი91
პორტუგალია85
საბერძნეთი83
სლოვაკეთი81
ჩეხეთი80
ლიეტუვა78
ლატვია77
ხორვატია73
პოლონეთი70
უნგრეთი68
ალბანეთი63
სერბეთი61
ბოსნია და ჰერცეგოვინა60
მონტენეგრო58
რუმინეთი57
ბულგარეთი57
ჩრდილოეთი მაკედონია50
თურქეთი47