Bitcoin-ის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Bitcoin-ის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გუშინ Bitcoin-ის ფასი დღის განმავლობაში 4%-ზე მეტით გაიზარდა და ახალ რეკორდულ ნიშნულს, $116,626-ს მიაღწია. ეს 22 მაისის შემდეგ კრიპტოვალუტისთვის პირველი ყველა დროის მაქსიმუმია – მაშინდელი რეკორდი $113,000-ზე მცირედ ნაკლები იყო.

Bitcoin-ის გავლენით, დღის განმავლობაში, სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებამაც მოიმატა, მათ შორის Ethereum-მა – 7%-ით, XRP-მა – 5.3%-ით, Solana-მ – 4.3%-ით და Dogecoin-მა – 6.2%-ით.

რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობით მოქმედმა წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტმა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ 14 ივლისიდან „კრიპტო კვირეული“ მოეწყობა. მათივე ინფორმაციით, კვირეულის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, კრიპტო-მეგობრული კანონმდებლობა განიხილება, როგორიცაა GENIUS აქტი. კომიტეტის თქმით, ის აშშ-ის „მსოფლიოს კრიპტო-დედაქალაქად“ გადაქცევას შეუწყობს ხელს.

Bitcoin-ის ზრდაზე იმანაც იმოქმედა, რომ კრიპტოში ინვესტიციების მოცულობა უფრო და უფრო იმატებს. მაგალითად, GameStop-მა მაისში დაახლოებით 513 მილიონი დოლარის ღირებულების Bitcoin-ი შეიძინა, Trump Media and Technology Group-მა კი განაცხადა, რომ Bitcoin-ის კორპორაციული რეზერვის შესაქმნელად 2.5 მილიარდ დოლარს მოიზიდავს.