Visual Capitalist-მა 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური ტურნეების სია გამოაქვეყნა. რეიტინგი ბილეთების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის მიხედვით არის შედგენილი და Pollstar-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა. გაყიდვები 2023 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდშია დაანგარიშებული.
2024 წელს ბილეთების გაყიდვიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავალით, რეიტინგის ერთპიროვნული ლიდერი ტეილორ სვიფტის Eras Tour-ია. მის მიერ მიღებული შემოსავალი მეორე ადგილზე მყოფი Coldplay-ის ტურნეს შემოსავალს ორჯერ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ Eras Tour-ი არა მხოლოდ 2024 წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ტურნე იყო, არამედ ის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ტურნეცაა. საერთო ჯამში, 149 შოუსგან შემდგარმა ტურნემ 2023 და 2024 წლებში ბილეთების გაყიდვიდან 2.08 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა P!NK-ისთვის, ლუის მიგელისა და ბრიუს სპრინგსტინისთვისაც – თითოეულმა 2024 წლის ტურნედან ბილეთების გაყიდვით 250 მილიონ დოლარზე მეტის შემოსავალი დააგენერირა.
ისეთი ისტორიული შემსრულებლები, როგორიცაა The Rolling Stones-ი, Metallica და Madonna, კვლავ უამრავ მაყურებელს იზიდავენ და, შესაბამისად, ტოპ-10-საც ავსებენ ისეთი ახალი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც არიან Bad Bunny და ზაკ ბრაიანი.
რეიტინგი | შემსრულებელი | ტურნე | თანხა ბილეთების გაყიდვებიდან |
---|---|---|---|
1 | ტეილორ სვიფტი | The Eras Tour | $1,043,421,552 |
2 | Coldplay | Music of the Spheres World Tour | $421,713,321 |
3 | P!NK | Summer Carnival Tour | $367,303,699 |
4 | ლუის მიგელი | Luis Miguel Tour 2023–24 | $261,521,187 |
5 | ბრიუს სპრინგსტინი და The E Street Band | Bruce Springsteen and the E Street Band 2023–2025 Tour | $251,296,432 |
6 | The Rolling Stones | The Stones Tour ’24 – Hackney Diamonds | $235,007,193 |
7 | Bad Bunny | Most Wanted Tour | $210,903,805 |
8 | ზაკ ბრაიანი | The Quittin Time Tour | $199,163,147 |
9 | Metallica | M72 World Tour | $179,373,637 |
10 | Madonna | Celebration Tour | $178,816,424 |