ვაშინგტონში Kyiv Post-ის მთავარი კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზებაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი პარასკევს თეთრ სახლში ერთმანეთს შეხვდებიან.
„მრავალი წყარო მადასტურებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან, ამ კვირის ბოლოს ვაშინგტონში სამშვიდობო განზრახვის შესახებ გამოაცხადონ.
წყაროების ცნობით, ტრამპი, სავარაუდოდ, პარასკევს თეთრ სახლში როგორც ნიკოლ ფაშინიანს, ასევე ილჰამ ალიევს უმასპინძლებს“, – აცხადებს ალექს რაუფოღლუ.
შეგახსენებთ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი მიმდინარე წლის მარტში შეათანხმეს.