რომელ ქვეყნებში გამოიმუშავებენ ყველაზე მეტ ქარის ენერგიას?

რომელ ქვეყნებში გამოიმუშავებენ ყველაზე მეტ ქარის ენერგიას?

ენერგეტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2024 წელს მსოფლიოში ქარისგან ენერგიის გამომუშავების მაჩვენებლით ჩინეთი ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით აზიური სახელმწიფო ბოლო წლებში პირველობას უცვლელად ინარჩუნებს.

ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ჩინეთში დამონტაჟებული ქარის ტურბინების საერთო სიმძლავრე 18.1%-ით გაიზარდა, რაც ინოვაციებისა და მთავრობის ინვესტიციების ზრდის შედეგი იყო. ამ ზრდის შემდეგ, ბოლო მონაცემებით, ქვეყნის დამონტაჟებული ქარის ტურბინების საერთო სიმძლავრე 521,746 მეგავატს შეადგენს.

ქარის ენერგიის გამომუშავების ამ მასშტაბური ზრდის გათვალისწინებით, ჩინეთმა 2030 წლისთვის გაწერილ მიზანს ექვსი წლით ადრე მიაღწია – მას ათწლეულის ბოლოსთვის ქარისა და მზისგან საერთო ჯამში 1,200 გიგავატი სუფთა ენერგიის მიღება სურდა.

ენერგეტიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ წელს გამომუშავებული ქარის ენერგიის სიმძლავრით ჩინეთთან ერთად აშშ და გერმანია გამოირჩევა. თუმცა აზიური სახელმწიფოსგან განსხვავებით ამ ქვეყნებში გამომუშავების მაჩვენებელი იგივე დარჩა, შესაბამისად, 153,152 და 72,823 მეგავატი. როგორც ხედავთ, ჩინეთი უახლოეს მდევარს, აშშ-ს თითქმის 370,000 მეგავატით უსწრებს.

მაჩვენებელი უცვლელად შენარჩუნდა გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაშიც, რომელიც 30,902 მეგავატით სიაში მეშვიდე პოზიციას სჯერდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დამონტაჟებული ქარის ტურბინების საერთო სიმძლავრე 18.4%-ით გაიზარდა ავსტრალიაში და 15,288 მეგავატს მიაღწია, თუმცა ეს ათეულში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა. შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა ასევე ბრაზილიის (13.2%), თურქეთისა (9.9%) და ნიდერლანდების (8.8%) შემთხვევაში.

ენეგრეტიკის ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით, გთავაზობთ ტოპ-15 ქვეყანას დამონტაჟებული ქარის ტურბინების საერთო სიმძლავრის მიხედვით, 2024 წლის მონაცემებით:

ადგილიქვეყანაქარის ტურბინების საერთო სიმძლავრე (მგვ)ზრდის ტემპი (2023-2024)
1ჩინეთი521,74618.1%
2აშშ153,1520.0%
3გერმანია72,8230.0%
4ინდოეთი48,1637.7%
5ბრაზილია32,95913.2%
6ესპანეთი31,8110.0%
7გაერთიანებული სამეფო30,9020.0%
8საფრანგეთი24,5926.3%
9კანადა18,3768.2%
10შვედეთი17,2396.3%
11ავსტრალია15,28818.4%
12იტალია12,9925.6%
13თურქეთი12,9739.9%
14ნიდერლანდები11,6798.8%
15პოლონეთი10,0597.7%