Galt & Taggart საფონდო ბირჟებზე ვაჭრობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალ პროექტს, თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს. ჩემპიონატი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟაზე საკუთარი ცოდნა და სტრატეგიები გამოსცადონ. ჩემპიონატი გალტ & თაგარტის სავაჭრო პლატფორმაზე GTtrader.ge-ზე გაიმართება და 20 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ჩემპიონატის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მინიმუმ $500-ის საწყისი კაპიტალით ჩაერთონ ჩემპიონატში და დაამტკიცონ, რომ საუკეთესო ტრეიდერები არიან. გამარჯვების მთავარი კრიტერიუმი ყველაზე მაღალი პროცენტული მოგების მიღწევაა.
საპრიზო ფონდში ჯამში $20,000 გათამაშდება, რომელიც ასე გადანაწილდება:
- I ადგილი – $10,000
- II ადგილი – $5,000
- III ადგილი – $3,000
- 2 ყველაზე აქტიური ტრეიდერი – $1,000
ლიდერბორდი ყოველდღიურად განახლდება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი და სხვა ტრეიდერების შედეგები რეალურ დროში შეადარონ. ჩემპიონატის საბოლოო გამარჯვებულები 22 ნოემბერს გამოვლინდებიან.
„თრეიდინგის ჩემპიონატი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, ვისაც სურს, საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე საკუთარი შესაძლებლობები გამოაცადოს. GTtrader.ge კი არის პლატფორმა, რომელიც სრულად მორგებულია ინვესტორების საჭიროებებზე და მონაწილეებს ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის რეალურ გამოცდილებას მისცემს. ამასთანავე, ეს ინიციატივა არა მხოლოდ შეჯიბრია, არამედ ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების კარგი საშუალებაა. მონაწილეები გაეცნობიან ბაზრის დინამიკას, შეიმუშავებენ სტრატეგიებს და ნახავენ, როგორ შეიძლება ფინანსური გადაწყვეტილებები კონკურენტულ გარემოში რეალურად გამოსცადონ,“ – აცხადებს დავით ნიშნიანიშე, გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორი.
თრეიდინგის ჩემპიონატის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
S