BMW M Experience 2025 - მორიგი თავგადასავალი GT Motors-ისგან

BMW M Experience 2025 - მორიგი თავგადასავალი GT Motors-ისგან

20-21 სექტემბერს, ჯი-თი მოტორსის ორგანიზებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება სახელწოდებით BMW M Experience 2025, სადაც მომხმარებლებსა და ავტომოყვარულებს საშუალება ჰქონდათ სარბოლო ტრასაზე გამოეცადათ სრულიად ახალი, BMW M5 სედანი და BMW M5 Touring.

ჯი-თი მოტორსის სპეციალური მოწვევით, BMW M Experience 2025-ის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა ბრიტანელი ჟურნალისტი კრის ჰარისი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტომიმომხილველად მიიჩნევა. ამ მოვლენის მონაწილეებს საშუალება ჰქონდა პირადად გაეცნო კრის ჰარისი და მასთან ერთად გამოეცადა და შეეფასებინა BMW M5-ის უახლესი მოდელების შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ კრის ჰარისი ცნობილია თავისი კრიტიკული, მაგრამ ობიექტური დამოკიდებულებით, რაც მას წლების განმავლობაში უნარჩუნებს ავტოსამყაროში ყველაზე ავტორიტეტული ხმის პოზიციას.

ფოტო: რეზი ყენია

ასევე, უახლესი მოდელების მართვის გამოცდილების მისაღებად, BMW M Experience 2025-ის მონაწილეებს სარბოლო რუსთავის ავტოდრომზე დახვდათ BMW-სა და MINI-ს საკულტო მოდელები. ღონისძიება აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ პირველად საქართველოში, საზოგადოებას წარუდგინეს BMW Motorrad-ის უახლესი მოდელები. წლევანდელი ღონისძიების მთავარი პარტნიორი SOLO იყო. საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებლებს ასევე ჰქონდათ საშუალება მიეღოთ ტრეკზე M5-ების მართვის გამოცდილება. BMW M Experience 2025-ის მხარდამჭერები იყვნენ „ალდაგი“ და Castrol Georgia.

ფოტო: რეზი ყენია

„ჩვენთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ასეთი ღონისძიებების ორგანიზება, რადგან დიდი პრივილეგიაა საქართველოში წარმოადგენდე BMW ჯგუფის ბრენდებს და დამეთანხმებით, რომ ამ პრივილეგიას ნამდვილად ჭირდება მოფრთხილება. საქართველოში ამ ბრენდების მიმართ მომხმარებლის ინტერესი და სიმპათია ისედაც ძალიან დიდია, თუმცა ჩვენი მიზანია რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია მივცეთ და შევთავაზოთ გამოცდილება, რაც მათში გამოიწვევს ემოციას, რომელიც ასოცირდება BMW-სთან. ამ ღონისძიებებით ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ პოტენციურ მყიდველებს უახლესი მოდელები შევთაზოთ. ჩვენ ვცდილობთ საქართველოში იმ კულტურის დამკვიდრებას, რომელიც ამ ბრენდს თან მოჰყვება. BMW-ს შემთხვევაში ეს არის მართვით მიღებული სიამოვნებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შერწყმა იმ უახლეს ინოვაციურ გადაწყვეტებთან, რომელსაც ეს ბრენდი გვთავაზობს“- აცხადებს GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელლა კამლაძე.

ფოტო: რეზი ყენია

უკვე 3 წელზე მეტია, რაც GT Motors საქართველოში BMW-ს ოფიციალური წარმომადგენელია და ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს როგორც ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულფასოვან სერვისსა და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ გაყიდვებს, არამედ BMW-ს კულტურისა და ცხოვრების სტილის განვითარებასაც მოიცავს ჩვენს ქვეყანაში, რაც გამოიხატება ღონისძიებებში, რომლებსაც BMW საქართველო ატარებს. ეს ავტოინდუსტრიის გლობალურ კონტექსტში საქართველოს პოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს და ასევე აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიებების ფორმატიდან გამომდინარე ზრდის ასევე ქვეყნის შესახებ ცნობადობას. ჯი-თი მოტორსის პროფესიონალიზმი და ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომა უკვე საერთაშორისო დონეზეც არის აღიარებული – კომპანია 3-წლიანი თანამშრომლობის მანძილზე უკვე ორჯერ დაჯილდოვდა BMW Global President’s Award-ით, რაც ადასტურებს მის ლიდერულ პოზიციას BMW-ს პარტნიორთა ქსელში.

S