მოდის, მდგრადობისა და ადგილობრივი კავშირების ისტორია

მოდის, მდგრადობისა და ადგილობრივი კავშირების ისტორია

საქართველოში შემოსვლისა და ქსელის გაფართოების შემდეგ, H&M-მა ახლახან თავისი პირველი მაღაზიაც სრულიად განაახლა. გალერია თბილისის ლოკაცია ახლა თანამედროვე დიზაინით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და მდგრადი გადაწყვეტებით გამოირჩევა. თურქეთის ბაზრის გაყიდვების მენეჯერი, რიკარდო ვალენტე და კონსეისაო გვიყვება, რა ცვლილებებია ბრენდისთვის სიმბოლურ მაღაზიაში.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

2017 წელს, საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემდეგ, H&M-მა სამი მაღაზია გახსნა. როგორ შეაფასებთ ბრენდის მიერ აქამდე განვლილ გზას?

თბილისი, კრეატიულობითა და კულტურით, ერთ-ერთია იმ გამორჩეულ ქალაქთაგან, სადაც H&M-ია წარმოდგენილი. რვა წელია, საქართველოში ვართ და ამ მოგზაურობით ვამაყობთ. 2017 წელს, თბილისში ერთი მაღაზიით დავიწყეთ საქმიანობა და თბილმა დახვედრამ სწრაფად შთაგვაგონა, გავფართოებულიყავით. დღეს დედაქალაქში გვაქვს სამი მაღაზია, რომლებიც მდებარეობს ზუსტად იქ, სადაც ჩვენი მომხმარებლები გველიან.

ქართველ მომხმარებლები მოდით განსაკუთრებულად არიან გატაცებულნი, მოსწონთ როგორც როგორც ტრადიციული და გამოცდილი, ასევე ახალი ტენდენციებიც. თავად დედაქალაქიც სავსეა შემოქმედებითობით, ფანტაზიითა და მრავალფეროვნებით — ღირებულებებით, რომლებიც იდეალურად ასახავს ჩვენი ბრენდის მისიასა და იდენტობას.

რაც მთავარია, ჩვენი უდიდესი ძალა თანამშრომლებშია: ჩვენს საოცარ, მიზანდასახულ კოლეგებში, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან სიახლეს.

გალერია თბილისის მაღაზია სრულად განხლდა. რა კონკრეტული ცვლილებები განხორციელდა და რა სიახლეებია H&M-ის ქართველი მომხმარებლებისთვის?

ჩვენი მაღაზიები ბიზნესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სადაც მომხმარებლებმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ და შთაგონება მიიღონ. H&M-ის თითოეული მაღაზია უნიკალურია და მომხმარებლებზეა მორგებული. მაღაზიის განახლებისას მარტივი მიზანი გვქონდა: შთამაგონებელი და განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნა. ჩვენი ახლად შექმნილი მაღაზიები გამოხატავს იმას, რაზეც ბრენდი დგას – ინოვაციას, კულტურას და მოდას ყველასთვის.

გალერია თბილისის სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზია სრულიად გარდაიქმნა, გათანამედროვდა და დაიხვეწა. სამ სართულზე განთავსებული 2,363 მ² ფართობით, გთავაზობთ განახლებულ ინტერიერს ბუნებრივი ტონებითა და განლაგებით შოპინგის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. მაღაზია გარემონტდა უახლესი კონცეფციით, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო შოპინგ-გამოცდილება, რასაც ისინი იმსახურებენ. ის ასევე ე.წ. ჭკვიანი მაღაზიაა RFID ტექნოლოგიით, რათა დაეხმაროს როგორც ჩვენს კოლეგებს, ასევე მომხმარებლებს მაღაზიაში ტანსაცმლის მარტივად პოვნაში.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობაც. აქტიურად ვაკონტროლებთ ენერგიის მოხმარებას და ვიღებთ ზომებს ზედმეტი გამოყენების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, განახლებულ მაღაზიაში იქნება LED განათება, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემა, რომელიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იმუშავებს.

რუსთველის გამზირზე მდებარე მაღაზია ჩვენთვის სიმბოლურია, რადგან სწორედ აქედან დაიწყო H&M-ის ისტორია საქართველოში. ამ სივრცის ახალი ფორმით გახსნა ხაზს უსვამს გრძელვადიან ერთგულებას ქართული ბაზრის მიმართ და ასახავს ამბიციას, შევქმნათ ისეთი სივრცეები, რომლებიც აერთიანებს მოდას, ცხოვრების წესსა და კულტურას. განახლებული მაღაზია გთავაზობთ კოლექციების ფართო არჩევანს ქალების, მამაკაცების, ბავშვებისა და ჩვილებისთვის — ყოველდღიური აუცილებელი ნივთებიდან დაწყებული, ტენდენციური ნივთებით დამთავრებული.

გვსურს, თავი ყველამ კომფორტულად იგრძნოს, სტილის, ასაკისა თუ კულტურის მიუხედავად, და ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თავი. ჩვენთვის მაღაზია უბრალოდ საცალო ვაჭრობაზე მეტია — ეს არის ადგილი, სადაც მოდა და საზოგადოება ერთიანდება.

განახლება ასევე მოიცავდა Pop-up Café-ადგილობრივ ყავის მაღაზიასთან, ინფლუენსერებთან და კონტენტის შემქმნელებთან თანამშრომლობით. რას გვეუბნება ეს ცვლილება H&M-საქართველოში პოზიციონირებაზე?

ეს ინიციატივები ასახავს ბრენდის რწმენას თანამშრომლობის, ინკლუზიურობისა და ადგილობრივი აქტუალობის მიმართ. გვსურს, ვიყოთ იმ საზოგადოების კულტურული და სოციალური ცხოვრების ნაწილი, რომელშიც ვმოქმედებთ. ამით ხაზს ვუსვამთ, რომ ვართ ერთგულები ავთენტურობისა და ინკლუზიურობის მიმართ.

ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, დავაფასოთ ადგილობრივი ხედვები და ნიჭი, ამავდროულად, მოდის დადებითი ძალა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამით იმასაც ვაჩვენებთ, რომ H&M-ი არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ გამოცდილებებს, კავშირებსა და კულტურას აერთიანებს.

რა ტენდენციები ან ცვლილებები შეინიშნება მომხმარებელთა ქცევაში საქართველოში ოლო წლებში და როგორ ადაპტირდება H&Mი?

თბილისელი მომხმარებლები, ისევე როგორც თავად ქვეყანა, მრავალფეროვნებითა და ინდივიდუალურობით გამოირჩევიან. საქართველოში H&M-ის მაღაზიებში ჩვენ გთავაზობთ კოლექციების ფართო არჩევანს, რომელიც სხვადასხვა ასაკის, სქესისა და სტილისთვისა განკუთვნილი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია ყველასთვისაა შექმნილი, განსაკუთრებით ვამახვილებთ ყურადღებას სამიზნე მომხმარებელზე — მოდის მოყვარულებზე. გვსურს, შთავაგონოთ ადამიანები, გამოხატონ თავიანთი ინდივიდუალობა. შესაბამისად, ჩვენი მოდის სტილი და დიზაინები ძალიან მოსწონთ და მომხმარებლები მოუთმენლად ელიან ახალ კოლექციებს.

რიკარდო, თქვენ მუშაობდით ძალიან განსხვავებულ ბაზრებზე – ლონდონიდან და ტოკიოდან სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკამდე. როგორ ხედავთ ამ რეგიონის მართვის უნიკალურ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს?

H&M-თან ჩემმა საერთაშორისო მოგზაურობამ მასწავლა გლობალური სტანდარტებისა და ადგილობრივი შესაბამისობის დაბალანსების მნიშვნელობა. გულწრფელად რომ ვთქვა, სწორედ ეს არის ასეთ განსხვავებულ გარემოსა და კულტურაში მუშაობის სილამაზე — თოთეილი ბაზარი რაღაც ახალს გასწავლის და ეს გაკვეთილები გეხმარება ადაპტირებასა და განვითარებაში.

ეს რეგიონი ძალიან მრავალფეროვანი და დინამიკურია. მართალია, ქართველი მომხმარებლები თავიანთ უნიკალურ სტილს მკაფიოდ გამოხატავენ, მაგრამ ღია არიან საერთაშორისო მოდის ტენდენციების მიმართაც.

H&Mმა მოდის წარმოსაჩენად ციფრულ ანალოგებისა (digital twins) და გენერაციულხელოვნურინტელექტის (AI) გამოყენებაც დაიწყო. როგორ ცვლის ეს ტექნოლოგიები თქვენს ოპერაციებს?

წლებია, H&M-ში ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებს ვნერგავთ — მიწოდების ჯაჭვიდან და ლოჯისტიკიდან დაწყებული მარკეტინგით, გაყიდვებითა და მომხმარებლის გამოცდილებით დამთავრებული. ახლა ხელოვნური ინტელექტის კრეატიულ პროცესებში გამოყენების შესწავლის საწყის ეტაპზე ვართ. AI-ის შეუძლია დიზაინერების მხარდაჭერა კრეატიულობის ზრდით, ეფექტურობის გაუმჯობესებითა და ღირებული ინფორმაციის მიწოდებით.

ამასთან, ტექნოლოგია ისტორიების მოყოლისა და მომხმარებლებთან დაკავშირების ახალ გზებს აჩენს. მარტში, ადამიანი მოდელების ციფრული ანალოგების შექმნის გეგმების გამოცხადების შემდეგ, H&M-მა ივლისში გამოუშვა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათების პირველი ნაკრები, რაც კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯია ახალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ. AI-ით გენერირებული თითოეული ციფრული ანალოგი შემუშავებულია მოდელთან მჭიდრო თანამშრომლობით და ის ინარჩუნებს მასზე სრულ კონტროლს. ეს ჯერ ამ მოგზაურობის ადრეული, კვლევითი და ძალზე საინტერესო ფაზაა.

რა არის H&M-ის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები განვითარებისთვის საქართველოში? რა ფაქტორები განსაზღვრავს იმას, გაფართოვდება თუ არა ბრენდი თბილისის გარეთ, სხვა ქალაქებში?

ვიცით, რომ მომხმარებლები მოუთმენლად გველიან იქ, სადაც ჯერ კიდევ არ ვართ წარმოდგენილნი. ჩვენთვის ახალ ლოკაციებზე გაფართოება ნიშნავს ათასობით მომხმარებლისთვის კარის გაღებას და მათთვის განსაკუთრებული სავაჭრო გამოცდილების შეთავაზებას — ეს ჩვენი მთავარი ამბიციაა და მისი ერთგულები ვრჩებით საქართველოს ბაზარზეც.

ჩვენი მიზანია, მოდა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ და ყოველი ნაბიჯი, რომელიც გვაახლოებს მომხმარებლებთან, ამ მისიის ნაწილია, იქნება ეს ამჟამინდელი პოზიციის გაძლიერება თუ ახალი შესაძლებლობების შესწავლა. ვალდებულებიც კი ვართ, გავზარდოთ გავლენა საქართველოს ბაზარზე, რათა ყოველთვის ახლოს ვიყოთ მომხმარებლებთან — მაღაზიებში თუ ონლაინ.