რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტი მილიონერი?

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტი მილიონერი?

თუ მსოფლიოში მილიონერების რაოდენობა 10 იქნებოდა, აქედან ოთხი ამერიკაში იცხოვრებდა, ერთი – ჩინეთში, ხოლო დანარჩენი – მთელ მსოფლიოში. საერთო ჯამში, ეს ჯგუფი 60 მილიონ ადამიანს მოიცავს, რომლებიც 226 ტრილიონ დოლარს ფლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ განვითარებად ბაზრებზე სიმდიდრე მნიშვნელოვნად გაიზარდა ძლიერი ეკონომიკური ზრდის წყალობით, ამერიკის შეერთებული შტატები გლობალურ სიმდიდრეზე კონტროლს კვლავ ინარჩუნებს.

UBS-ის 2025 წლის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის მონაცემების საფუძველზე გთავაზობთ ქვეყნების სიას, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს.

2025 წელს, დაახლოებით ყოველი ათიდან ერთი ზრდასრული ამერიკელი მილიონერია, რაც ჯამში 23.8 მილიონ ადამიანს უტოლდება. ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკოს ყურის არეალი ქვეყნის უმდიდრეს ქალაქებად მიიჩნევა, შემდეგ მოდის ჩიკაგო და ჰიუსტონი. ცალკეული ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მილიონერების ყველაზე სწრაფი ზრდა სკოტსდეილში, არიზონაში დაფიქსირდა.

რეიტინგში, 6.1 მილიონი ზრდასრული ადამიანით, ჩინეთი მეორე ადგილზეა. 2014 წლიდან მილიონერების ზრდამ შენჭენში 124%-ით შეადგინა. ცნობისთვის, იქ ისეთი მსხვილი ტექნოლოგიური მოთამაშეების შტაბბინებია განთავსებული, როგორიცაა Tencent-ი და Huawei.

მესამე ადგილზე საფრანგეთია, სადაც მილიონერების რაოდენობა ჩინეთში არსებულთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნაკლებია. აქ ასევე ცხოვრობს ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი მილიარდერი, მათ შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიასა და ლუქსემბურგში მილიონერების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა, თითოეულში ყოველი შვიდი ზრდასრული ადამიანიდან ერთი მილიონერია. მილიონერების მაღალი წილია ჰონგ-კონგში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში, სადაც ეს თანაფარდობა 10 ზრდასრულიდან ერთს შეადგენს.

ტოპ-25 ქვეყანა მილიონერების რაოდენობის მიხედვით: 
ადგილიქვეყანადოლარით მილიონერთა რაოდენობა
1აშშ23.8 მლნ
2ჩინეთი6.3 მლნ
3საფრანგეთი2.9 მლნ
4იაპონია2.7 მლნ
5გერმანია2.7 მლნ
6გაერთიანებული სამეფო2.6 მლნ
7კანადა2.1 მლნ
8ავსტრალია1.9 მლნ
9იტალია1.3 მლნ
10სამხრეთი კორეა1.3 მლნ
11ნიდერლანდები1.3 მლნ
12ესპანეთი1.2 მლნ
13შვეიცარია1.1 მლნ
14ინდოეთი917 ათასი
15ტაივანი759 ათასი
16ჰონგ-კონგი647 ათასი
17ბელგია549 ათასი
18შვედეთი490 ათასი
19ბრაზილია433 ათასი
20რუსეთი426 ათასი
21მექსიკა399 ათასი
22დანია376 ათასი
23ნორვეგია348 ათასი
24საუდის არაბეთი339 ათასი
25სინგაპური331 ათასი
დანარჩენი მსოფლიო2.7 მლნ
მსოფლიო ჯამში60 მლნ