დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

დღეს, 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. შეხვედრა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უხელმძღვანელებს, თბილისის დროით 11:15 საათზე დაიწყება.

„უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას უახლესი მოვლენების შესახებ, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნებისა და მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის შესახებ,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილავენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ასევე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას.