Telagri-მ ამერიკული Dressler Consulting-ისგან ინვესტიცია მოიზიდა

Telagri-მ ამერიკული Dressler Consulting-ისგან ინვესტიცია მოიზიდა

საქართველოს წამყვანი აგრო-ფინტექ სტარტაპ Telagri-ის ინვესტორი ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საკონსულტაციო კომპანია Dressler Consulting-ი გახდა.

ინვესტიციის პარალელურად, პარტნიორობა მოიცავს Dressler Consulting-ის დამფუძნებლის, კრის დრესლერის ჩართულობას მრჩეველის როლში და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, რომელიც Telagri-ს დაეხმარება მოწინავე მონაცემთა და AI ტექნოლოგიების დანერგვაში.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორია კრის დრესლერი — ხელოვნური ინტელექტის გამოცდილი ექსპერტი და ნიუ-იორკის CTO Club-ის დამფუძნებელი. Dressler Consulting-ის გამოცდილება AI ტექნოლოგიებში და ჩვენი ღრმა აგრონომიული ცოდნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აგროსესხების პორტფელების  მდგომარეობას კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და მის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს ირაკლი ჩიქავა, Telagri-ს თანადამფუძნებელი  და აღმასრულებელი დირექტორი.

„ეს პარტნიორობა მხოლოდ ინვესტიცია არ არის,“ — აღნიშნა კრის დრესლერმა – „ეს ხიდია ტექნოლოგიასა და სოფლის მეურნეობას შორის, მონაცემებსა და გადაწყვეტილებებს შორის — და აშშ-სა და საქართველოს მზარდ ინოვაციურ ეკოსისტემას შორის.“


Telagri — ქართული აგრო-ფინტექ პლატფორმაა, რომელიც ამცირებს აგრო-სესხების რისკებს განვითარებად ბაზრებზე. Telagri ეხმარება ბანკებს მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, მართონ აგრო სესხების პორტფელის რისკის დონე და გაზარდონ ფერმერების ფინანსებზე წვდომა კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად: www.telagri.com

Dressler Consulting — ამერიკული ტექნოლოგიური და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც გლობალურად ქმნის ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ანალიტიკისა და პროგრამული ინჟინერიის სერვისებს ბანკებისა და მსხვილი კორპორაციებისათვის. Dressler Consulting საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს და აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემაში. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 30-ზე მეტი ინჟინერი და მონაცემთა მეცნიერი თბილისში, რომლებიც მუშაობენ როგორც ამერიკულ, ისე ქართულ კომპანიებთან.

S