Pave Bank-მა, რომელიც საქართველოში ოპერირება გასულ წელს დაიწყო, 39 მილიონი დოლარის ინვესტიციები მოიზიდა. მსოფლიოს პირველი პროგრამირებადი ბანკის ინვესტორები წამყვანი გლობალური კომპანიები Accel Partners, Tether Investments, Quona Capital, Wintermute, Helios Digital Ventures, Financial Technology Partners, Yolo Investments, Kazea Capital და GC&H Investments არიან. ინვესტიციის მიზანია კორპორატიული და ინსტიტუციური ბანკინგის გაფართოება, რომელიც ტრადიციულ ფინანსებს რეგულირებულ ციფრულ აქტივებთან აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე მსხვილი ვენჩურული დაფინანსება საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მოქმედი ციფრული ბანკისთვის. Pave Bank-ის ახალი ინვესტორი Accel-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალ კომპანიაა, რომელიც სილიკონ ველიზე ოპერირებს და 25 მილიარდ დოლარზე მეტ აქტივებს მართავს. Accel-ი ისეთი კომპანიების ინვესტორიცაა, როგორებიც Facebook, FalconX, Spotify და Slack არიან.
მოზიდული ინვესტიციების შედეგად Pave Bank-ის ჯამური დაფინანსება 44 მილიონს აჭარბებს, რისი წყალობითაც ბანკს შესაძლებლობა ექნება გააფართოოს რეგულატორული არეალი, დააჩქაროს პროდუქტის განვითარება, ააშენოს ინსტიტუციური დონის ინფრასტრუქტურა და გაზარდოს კლიენტების დაფარვა გლობალურ ბაზრებზე.
„გლობალური ფინანსური სისტემა გადადის რეგულირებულ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ფინანსებზე და ინსტიტუციებს სჭირდებათ სანდო ხიდი ძველსა და ახალს შორის. ჩვენ შევქმენით მულტი-აქტივური ბანკი, რომელიც აერთიანებს ტრადიციული ფინანსების სტაბილურობას და ზედამხედველობას ციფრული აქტივების ავტომატიზაციასა და სისწრაფესთან. ეს არის ფულის უსაფრთხოდ, გამჭვირვალედ და ავტომატურად მოძრაობის ხელახალი განსაზღვრა მსოფლიოს ფინანსურ სისტემებში“, – განაცხადა სალიმ დანანიმ, Pave Bank-ის თანადამფუძნებელმა და CEO-მ.
Pave Bank-ის სტრატეგია, ოპერირების დაწყების პირველივე დღიდან ეფუძნება მდგრად, ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ოპერაციულ მოდელს და არა მხოლოდ შემოსავლების ზრდაზე ორიენტაციას. კომპანია ბოლო ცხრა თვიდან 7 თვე მოგებაზეა, რაც იშვიათი მიღწევაა ახლად ლიცენზირებული ბანკისთვის.
„კომპანიები, რომლებსაც ვემსახურებით, მსხვილი კოპორაციები და ტექნოლოგიურად განვითარებული ინსტიტუციები არიან, რომლებიც გლობალურად ოპერირებენ. მათ აქვთ სურვილი და მოლოდინი, რომ ბანკი, რომელთანაც თანამშრომლობენ, ისეთივე სწრაფი და მოქნილი იყოს, როგორც ის მაღალტექნოლოგიური კომპანიები, ვისთანაც თანამშრომლობენ. თუმცა, ამავდროულად ეს უნდა იყოს დაცული, რეგულირებული და გამჭვირვალე ფინანსური ინსტუტუცია. სწორედ ამ ხიდს ვაშენებთ ჩვენ“, – აღნიშნავს სალიმ დანანი.
ამ ხედვას Pave Bank-ის ინვესტორებიც იზიარებენ.
„როდესაც ციფრული აქტივები გლობალური ფინანსური ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი ხდება, იზრდება მოთხოვნა კარგად რეგულირებულ, სრული რეზერვის მქონე საბანკო მოდელზე, რომელიც ტრადიციულ და ციფრულ აქტივებს შორის მოქცეულ გადაკვეთაზე ოპერირებს. Pave Bank-ი ამ ფუნდამენტური ცვლილების ავანგარდში დგას, რაც ფინანსური ინფრასტრუქტურის მუშაობის წესს ცვლის. მოხარულები ვართ მათთან პარტნიორობით“, – აღნიშნა რაშიტ პარეხმა, Accel Partners-ის პარტნიორმა.
„Pave-ის პროგრამირებადი, სრულ რეზერვზე დაფუძნებული მიდგომა აერთიანებს ტრადიციული ბანკინგისა და ციფრული აქტივების უპირატესობებს და მას შეუძლია სტეიბლკოინების ფართო გამოყენების ხელშეწყობა, რაც სხვადასხვა ბაზრებზე ფინანსური ჩართულობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ეს არის ამბიციური ხედვა, რომელიც რეალურ შედეგებზეა დაფუძნებული“, – აცხადებს განეშ რენგვასამი, Quona Capital-ის წარმომადგენელი.
Pave Bank-მა თავიდანვე საკუთარი პროდუქტების განვითარება ციფრული აქტივებისთვის არსებულ რეგულაციურ ჩარჩოში დაიწყო. რეგულაციების ზრდისა და ჰარმონიზაციის პროცესთან ერთად, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს რეგულატორებთან, რათა უზრუნველყოს შესაბამისობა და გლობალური თავსებადობა.
მომავალში, Pave Bank გეგმავს გააფართოოს ლიცენზირების არეალი, გააღრმავოს პროგრამირებადი ბანკინგის და ინსტიტუციური ფინანსური პროდუქტები, ასევე ინტეგრირდეს მსხვილი ფინანსური და ციფრული აქტივების ეკოსისტემებთან.
ხოლო გრძელვადიანი მიზანია, გახდეს სანდო გლობალური ფინანსური ინსტიტუტი კორპორაციებისა და ინსტიტუციებისთვის – ადგილი, სადაც ტრადიციული და ციფრული ეკონომიკა საბოლოოდ ერთიანდება პროგრამირებადი და რეგულირებადი გზით.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიების შესახებ:
Pave Bank
Pave Bank არის სრულად რეგულირებული, პროგრამირებადი კომერციული ბანკი, რომელიც თანამედროვე ეკონომიკისთვის შეიქმნა. ბანკი კომპანიებსა და ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას, პარალელურად გამოიყენონ როგორც ტრადიციული ვალუტა, ისე რეგულირებული ციფრული აქტივები — მყისიერი გაწორების ქსელის, სტეიბლკოინებისა და ციფრული აქტივების მენეჯმენტის, პროგრამირებადი ფულადი ნაკადების, ყოვლისმომცველი გადახდის გადაწყვეტილებებისა და კორპორატიული ბანკინგის მართვის მეშვეობით. Pave Bank-ს მისიაა, გახადოს ფულის მოძრაობა უსაფრთხო, ინტელექტუალური და ავტომატიზებული მსოფლიო ფინანსურ სისტემებში.
Pave Bank, რომლის ჰოლდინგური კომპანია მდებარეობს სინგაპურში, ფლობს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ საბანკო ლიცენზიას და აქვს წარმომადგენლობითი ოფისი ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში. Pave Bank აქტიურად აფართოებს გლობალურ წარმომადგენლობას ოფისებით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ჰონკონგში და ევროპის ეკონომიკურ ზონაში.
Accel Partners
Accel გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც საწყის ეტაპზე იწყებს თანამშრომლობს გამორჩეულ გუნდებთან და მათთან ერთად გადის კერძო კომპანიის ზრდის ყველა ფაზას. უკანასკნელი 40+ წლის განმავლობაში Accel-მა დააფინანსა ისეთი წარმატებული კომპანიები, როგორიცაა Atlassian, Anthropic, Browserstack, Bumble, CrowdStrike, Facebook, FalconX, Freshworks, Flipkart, Lovable, Ola Cabs, Qualtrics, Scale, Segment, Slack, Spotify, Swiggy და UiPath. კომპანია ეხმარება ამბიციურ მეწარმეებს შექმნან გლობალურად მნიშვნელოვანი კომპანიები. დეტალებისთვის ეწვიეთ www.accel.com ან მიყევით @Accel X-ზე.
Tether Investments
Tether Investments მსოფლიოში უდიდესი სტეიბლკოინის მწარმოებელი Tether-ის საინვესტიციო მიმართულებაა. გლობალური მასშტაბით მოქმედი Tether Investments განაგებს Tether-ის მოგებიდან მიღებულ კაპიტალს და ინვესტირებას ახორციელებს ტექნოლოგიის, ინფრასტრუქტურისა და რეალური მოხმარების გადაკვეთის წერტილში მყოფ დამფუძნებლებსა და კომპანიებში. დაწყებული განვითარებადი ბაზრებიდან, დასრულებული ციფრული ეკოსისტემებით, კომპანია თანამშრომლობს გუნდებთან, რომლებიც ქმნიან იმ პლატფორმებს, პროტოკოლებსა და ინოვაციებს, რაც განსაზღვრავს ფინანსებისა და ვაჭრობის მომავალს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.tether.io ან მიყევით @Tether_to X-ზე.
Quona Capital
Quona Capital გლობალური ლიდერი ვენჩურული კაპიტალის ფირმაა, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს ინოვაციურ ტექნოლოგიურ კომპანიებში, რომლებიც ხელს უწყობენ ფინანსურ ჩართულობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს განვითარებად ბაზრებზე. კომპანიის ფოკუსი მიმართულებულია აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის, ინდოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე. Quona თანამშრომლობს მეწარმეებთან, რომლებიც ქმნიან მასშტაბურ გადაწყვეტებს მომხმარებლებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. გუნდი აერთიანებს ღრმა ფინტექ ექსპერტიზას და პრაქტიკულ გამოცდილებას როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ბაზრებზე — მხარს უჭერს ისეთ ბიზნესებს, რომლებიც აერთიანებენ ფინანსურ ჩართულობას და მაღალი ფინანსური შედეგების მიღწევას. გაიგეთ მეტი: www.quona.com
S