Render Group-ის კიდევ ერთი წარმატებული კოლაბორაცია ამჯერად Kengo Kuma & Associates-თან

Render Group-ის კიდევ ერთი წარმატებული კოლაბორაცია ამჯერად Kengo Kuma & Associates-თან

Render Group-მა წარმატებით ითანამშრომლა Silk Development-თან და შექმნა Silk Towers-ის პროექტის 3D ვიზუალები. დახვეწილი არქიტექტურის ავტორი კი იაპონიის წამყვანი არქიტექტურული სტუდია Kengo Kuma & Associates-ია.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, Render Group-ის გუნდმა ვიზუალურ ნარატივზე იმუშავა, რომელმაც ბათუმის ახალ ურბანულ სივრცეს რეალური სახე მისცა ჯერ კიდევ მშენებლობის საწყის ეტაპზე. მაღალი დონის CGI-მ და 3D ანიმაციამ გააცოცხლა კომპლექსის მასშტაბი, მასალების ტექსტურა და გარემოსთან ჰარმონია — სწორედ ის ესთეტიკა, რომელიც კენგო კუმას არქიტექტურას განსაზღვრავს.

რაც შეეხება პროექტს, Silk towers მრავალფუნქციური კომპლექსია ბათუმში, რომელიც თანამედროვე არქიტექტურასა და ბუნებრივ ელემენტებს აერთიანებს. პროექტი ქალაქს სთავაზობს ახალ ესთეტიკასა და არქიტექტურულ იდენტობას, რომელიც Kengo Kuma-ს ხელწერას მჭიდროდ უკავშირდება. ამასთან, კომპლექსი მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტებს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, იახტ-კლუბს, სავაჭრო და გასართობ ზონებს, ღონისძიებების სივრცეებსა და სპორტულ ინფრასტრუქტურას.

Render Group-ის გუნდისთვის ეს პროექტი განსაკუთრებული გამოცდილება იყო. თანამშრომლობა ისეთ სტუდიასთან, როგორიცაა Kengo Kuma & Associates, უმაღლესი დონის პროფესიონალიზმს, სიზუსტესა და ვიზუალური აღქმის სიღრმეს მოითხოვს.

ვანო ანიაშვილი, Render Group-ის კომერციული დირექტორი:
„Silk tower-ზე მუშაობა იყო შესაძლებლობა, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც გლობალური ხარისხის სტანდარტს პასუხობს. ჩვენს გუნდს დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო დონის პროექტებზე მუშაობის კუთხით, ახლა კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პროფესიონალიზმითა და პარტნიორებთან ჰარმონიული თანამშრომლობით შესაძლებელია ისეთი ვიზუალიზაციის შექმნა, რომელიც დიდ არქიტექტურულ სახელებს ღირსეულად წარმოაჩენს“.

დანილ დავიდოვი, Render Group-ის კრეატიული დირექტორი:
„ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ არქიტექტურის ტექნიკურად გამოსახვა, არამედ მისი სიღრმისა და ემოციების გადმოცემა — იმ მშვიდი, მაგრამ ძლიერი ენერგიისა, რაც Kengo Kuma-ს არქიტექტურას

ახასიათებს. ვეცადეთ, ყოველი კადრი დაბალანსებული ყოფილიყო სინათლესა და მოძრაობას შორის. ვიზუალების სრულყოფისთვის ვიმუშავეთ თანამედროვე ვიზუალიზაციის ხელსაწყოებით, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო მასალების რეალისტურობას, ატმოსფეროს ტონალობასა და კომპოზიციის სიზუსტეს“.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ Silk tower-ის ბრენდინგზე იმუშავა კრეატიულმა სააგენტომ Lost & Found, რომელიც Render Group-ის ჰოლდინგის წევრია.

„სილქ თაუერსის ბრენდინგის ინსპირაციის მთავარი წყარო გახდა Kengo Kuma-ს არქიტექტურა, იაპონური კალიგრაფიის კულტურა და ბონსაი, როგორც ბუნებისა და ადამიანის თანხვედრის სიმბოლო. მთავარი მიგნება იყო ხის ტოტებისგან შექმნილი იეროგლიფები, რომლებმაც ბრენდის იერსახე განაპირობა. ფერები აღებულია კენგო კუმას არქიტექტურის კლასიკური ფერთა გამიდან, ხოლო ლოგომ მიიღო wordmark-ის ფორმა, რომელიც ხაზს უსვამს პროექტის სახელს“, — აღნიშნავს Lost & Found-ის არტ-დირექტორი, სერგი დევრისაშვილი.

Render Group-ის მონაწილეობამ Silk tower-ის ვიზუალების შექმნის პროცესში კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დღეს ბაზარზე არსებობს მაღალი სტანდარტი, რაც სტუდიას ეხმარება, პროფესიონალიზმით, ტექნიკური სიზუსტითა და ესთეტიკით წარმატებით ითანამშრომლოს საერთაშორისო სააგენტოებთან. S


📍
Render Group-ის შესახებ მეტი ინფორმაცია:
🔗 Facebook
🔗 Instagram