III კვარტალში თბილისში ბინების გაყიდვები 4.8%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

III კვარტალში თბილისში ბინების გაყიდვები 4.8%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის III კვარტალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 10,655 ერთეული შეადგინა. ეს 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავდროულად, ბაზრის ზომა 17.1%-ით, 827 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

Colliers Georgia ტრანზაქციების დეტალურ მიმოხილვასაც გვთავაზობს. მისი ცნობით, 2025 წლის III კვარტალში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 0.3%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი – 14.3%-ით.

რაც შეეხება ძველ პროექტებს, ამ შემთხვევაში ტრანზაქციების რაოდენობა 1.2%-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 5.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში – 11.6%-იანი ზრდა დაფიქსრიდა.

ახალი პროექტების შემთხვევაში 2025 წლის III კვარტალში ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასის შესახებ მონაცემები recov.ge-ზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.