სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ინდექსის წლიურ ცვლილებას, ამ შემთხვევაში 3.3%-იანი ზრდა აღინიშნა. ცნობისთვის, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 59.4%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის ცნობით, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი ბინების სეგმენტში ფასები 1.3%-ით გაიზარდა, კერძო სახლების სეგმენტში კი – 2.1%-ით. 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ბინების შემთხვევაში 3.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო კერძო სახლების შემთხვევაში – 2.5%-იანი.
2025 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით:

შენიშვნა: RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.










