საფრანგეთში ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ის ოფისები გაჩხრიკეს

საფრანგეთში ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ის ოფისები გაჩხრიკეს

Arriens/NurPhoto via Getty Images

 

Reuters-ის ინფორმაციით, პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ ილონ მასკის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის პლატფორმა X-ის საფრანგეთის ოფისები გაჩხრიკა.

მასკის სოციალური მედიის პლატფორმა და მისი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი Grok-ი ყურადღების ცენტრში სექსუალიზებული დიფფეიკებისა და სურათების გენერირებისა და გავრცელების გამო მოხვდა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩხრეკის პროცესში მათთან ერთად საფრანგეთის ეროვნული პოლიციის, ჟანდარმერიის კიბერგანყოფილება და ევროპოლიც მონაწილეობდა.

იხილეთ ასევე: EU-მ მასკის Grok-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურის განმარტებით, რეიდი იმ გამოძიების ნაწილია, რომელიც X-ის წინააღმდეგ 2025 წლის იანვარში, პლატფორმის ალგორითმთან დაკავშირებული საჩივრების საფუძველზე დაიწყო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიება გაფართოვდა და მოიცავს საჩივრებს Grok-ის შესახებ, კერძოდ „ჰოლოკოსტის უარმყოფელი შინაარსის კონტენტისა და სექსუალური ხასიათის დიფფეიკების გავრცელებასთან“ დაკავშირებით.

პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ საქმე ეხება სხვა სისხლისსამართლებრივ დანაშაულებსაც, მათ შორის ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის „ფლობასა და ორგანიზებულ გავრცელებას“, რაშიც ჩატბოტი Grok-ი იქნა დადანაშაულებული.

პროკურატურის თქმით, მასკი და X-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლინდა იაკარინო, „ნებაყოფლობით დაკითხვაზე“ 20 აპრილს არიან დაბარებულნი, როგორც მოვლენების დროს პლატფორმის ფაქტობრივი და იურიდიული მმართველები. 20-დან 24 აპრილამდე მოწმის სტატუსით დასაკითხად გამოძახებულნი არიან X-ის თანამშრომლებიც.