საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2026 წლის იანვარში

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2026 წლის იანვარში

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 1.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 23.6%-ით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში ექსპორტი 480.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება იმპორტს, მან 1.129 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.7%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 649.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.4% შეადგინა. მათ შორის ლიდერობენ ქვეყნები: თურქეთი 195 მილიონი აშშ დოლარით, ჩინეთი 157.3 მილიონი აშშ დოლარითა და რუსეთი 156.8 მილიონი აშშ დოლარით.

ამავე პრიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.5% შეადგინა. მათ შორის ლიდერობენ ქვეყნები: ჩინეთი 66.1 მილიონი აშშ დოლარით, თურქეთი 52.1 მილიონი აშშ დოლარითა და ყირგიზეთი 49.9 მილიონი აშშ დოლარით.

2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9% შეადგინა. ექპორტისა და იმპორტის დაჯამების შემდეგ, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: პირველ ადგილზეა თურქეთი 247.1 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილს იკავებს ჩინეთი 223.3 მილიონი აშშ დოლარით და მესამე პოზიციაზეა რუსეთი 195.4 მილიონი აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი