Global Tech Weekend (GTW), რეგიონის ყველაზე მასშტაბური დეცენტრალიზებული ტექნოლოგიური მოძრაობა, 23-27 მარტს სან-ფრანცისკოში მასშტაბურ ბიზნესკვირეულს გამართავს. ინიციატივა საერთაშორისო ბიზნესლიდერებს, ინვესტორებს, სტარტაპის დამფუძნებლებსა, კორპორაციულ ლიდერებს აერთიანებს და უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის სილიკონის ველის ინოვაციურ ეკოსისტემასთან პირდაპირი წვდომისთვის.
პროგრამა წარმოადგენს მაღალი დონის ბიზნესექსპოზიციას, რომელიც ფოკუსირებულია სტრატეგიულ კავშირებზე, ნაყოფიერ ნეთვორქინგზე, გლობალურ გაფართოებასა და აშშ-ის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობებზე. მონაწილეები წამყვან აქსელერატორებს, ვენჩურულ ფონდებსა და ბიზნესეკოსისტემის ლიდერებს შეხვდებიან.
ბიზნეს-იმერსიული პროგრამა ხუთ დღეზეა გადანაწილებული და უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ბიზნესის მფლობელებისთვის, სტარტაპის დამფუძნებლებისთვის, ინვესტორებისთვის, კორპორაციული მენეჯერებისთვის, ეკოსისტემის ლიდერებისა და იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გაფართოებას ან აშშ-ის ბაზარზე შესვლას გეგმავენ.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ ინოვაციების ეპიცენტრის, სილიკონის ველის ჰაბებს. ისინი დაესწრებიან შეხვედრებს აქსელერატორებთან, განიხილავენ ვენჩურული კაპიტალისა და საინვესტიციო შესაძლებლობებს, VC ფონდებთან პირდაპირი შეხვედრების ფორმატში. San Francisco Business Week-ის ფარგლებში, გაიმართება მთავარი ღონისძიება – Global Tech Weekend Showcase SF, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს 250+ ინვესტორს, დამფუძნებელსა და ბიზნესეკოსისტემის ლიდერს.
პროგრამის სრული აღწერა და დეტალური დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე: www.tkt.ge & www.luma.com
გლობალური ბიზნესკვირეულის მასპინძლობის შემდეგ, Global Tech Weekend რეგიონულ ტრილოგიას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სამი მთავარი ღონისძიებით გააგრძელებს: ტაშკენტი (15–17 მაისი), თბილისი (19–21 ივნისი) და ბაქო (ოქტომბერი).
Global Tech Weekend-ის შესახებ:
Global Tech Weekend 2024 წელს ლოს-ანჟელესში დაარსდა და მიზნად ისახავს გლობალური ინოვაციების რუკაზე კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოზიციონირებას და მათ დაკავშირებას საერთაშორისო კაპიტალთან და ეკოსისტემებთან.
დღეს GTW წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს იდეებს, კაპიტალსა და კრეატიულობას და ქალაქებს ცოცხალ ინოვაციურ ეკოსისტემებად გარდაქმნის.









