Tesla-მ Cybertruck-ის შედარებით იაფი ვერსია წარადგინა

Tesla-მ Cybertruck-ის შედარებით იაფი ვერსია წარადგინა

ფოტო: Reuters

 

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Tesla-მ აშშ-ში Cybertruck-ის შედარებით იაფი ვერსია წარადგინა. გარდა ამისა, გაყიდვების სტიმულირების მიზნით, მან ყველაზე ძვირადღირებული მოდელის, Cyberbeast-ის ფასიც შეამცირა.

კომპანიამ ორმაგი ძრავით აღჭურვილი, სრულამძრავიანი ახალი Cybertruck-ის ფასად 59,990 დოლარი დააწესა, რაც მას ამ ეტაპზე მოდელის „ყველაზე ხელმისაწვდომ“ ვერსიად აქცევს. ამასთან, Tesla-მ Cyberbeast-ის ფასი 114,990 დოლარიდან 99,990 დოლარამდე შემცირდა.

ფასის შემცირების პარალელურად, როგორც ჩანს, Tesla შეწყვეტს მოდელისთვის „ლუქს პაკეტის“ გამოშვებას, რომელიც სრულად ავტონომიური მართვის ფუნქციასა და Supercharger-ქსელზე უფასო წვდომას მოიცავდა. აღნიშნული პაკეტი კომპანიამ გასული წლის აგვისტოში დაამატა, მაშინ როცა პიკაპის ფასი გაზარდა.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, Cybertruck-ს ისეთი ტრადიციული ბრენდების მასობრივი წარმოების პიკაპების ფუტურისტულ კონკურენტად ასახელებდა, როგორიცაა მაგალითად Ford-ი. თუმცა ავტომობილს მრავალჯერ უკან გამოხმობამ და ხარისხის კონტროლის პრობლემებმა მას კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ხელი შეუშალა.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს Cybertruck-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, სიდჰანტ ავასტიმ, გაყიდვების დაბალი მაჩვენებლის გამო, გასული წლის ნოემბერში კომპანიიდან წასვლის შესახებ განაცხადა.