ფოტო: georgia.travel
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.6%-ით შემცირდა და 1.33 მილიონი შეადგინა. მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.64 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 0.2%-ით აღემატება.
საქსტატის ცნობით, 2025 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 700.0 ათასით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4.9%-ით ნაკლებია.
ანგარიშის თანახმად, ვიზიტორების უმრავლესობა, 36.4%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.5% იყო.
ამავე პერიოდში, ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 297.7 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0.8%-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 1.0%-ით შემცირდა და 181.3 ლარს
გაუტოლდა.









