Intel-ის აქციების ფასი 24%-ით გაიზარდა - რამ გამოიწვია გაძვირება?

Intel-ის აქციების ფასი 24%-ით გაიზარდა - რამ გამოიწვია გაძვირება?

ფოტო: Image Licensed from DepositPhotos

 

24 აპრილს Intel-ის აქციების ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, რითაც ათწლეულების წინ Dot-Com-ის ბუშტის დროს დამყარებულ რეკორდს გადააჭარბა. ამის მიზეზი ჩიპების მწარმოებლის მიერ შემოსავალების კუთხით Wall Street-ის მოლოდინების გადაჭარბება და კომპანიის აღდგენის მიმართ ოპტიმიზმის გაძლიერებაა.

Intel-ის აქციების ფასი პარასკევს სავაჭრო სესიის გახსნისას 24.4%-ით გაიზარდა და 83 დოლარს გადააჭარბა, რაც გაცილებით მეტია აქციების წინა დღიურ მაქსიმუმზე, რომელიც 2000 წლის 28 აგვისტოს 75.81 დოლარს შეადგენდა.

FactSet-ის მონაცემებით, Intel-მა ხუთშაბათს პირველი კვარტლის შემოსავალი 13.57 მილიარდი დოლარი და 0.29 დოლარი აქციაზე მოგება გამოაცხადა. ანალიტიკოსების პროგნოზი კი 12.4 მილიარდი დოლარი და 0.02 დოლარი იყო.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიპ-ბუ ტანმა განაცხადა, რომ Intel-მა „გადატვირთვა“ განიცადა, რამაც ზედიზედ მეექვსე კვარტალში მოლოდინებზე მეტი შემოსავალი და „სტრატეგიულ პარტნიორებთან ახალი და გაღრმავებული ურთიერთობები“ გამოიწვია.

ცნობისთვის, Intel-ის აქციების ფასი გასული წლის განმავლობაში, ხუთშაბათს ბირჟის დახურვის მომენტისთვის, 211%-ით გაიზარდა. ამ შედეგით მან გადაასწრო Nvidia-სა (87.8%) და Broadcom-ს (123%), თუმცა მაინც ჩამორჩა კონკურენტ AMD-ის ზრდას, რომლის აქციების ღირებულებაც ამავე პერიოდში 223%-ით გაიზარდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, Intel-ის საბაზრო შეფასება 80 მილიარდი დოლარიდან 330 მილიარდ დოლარზე მეტამდე გაიზარდა, რაც 2000 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.