ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

30 მაისს, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალი“ დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ოთხჯერ გახდა. ხვიჩა UEFA-ს 2025/26 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.  

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა. ფრანგმა გასულ წელს ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო, ოქროს ბურთიც მოიგო.

რაც შეეხება 2025/26 წლების სეზონის ფინალურ შეხვედრას, ბუდაპეშტში გამართულ მატჩში ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. თამაშში პირველი გოლი „არსენალის“ შემტევმა, კაი ჰავერტცმა, მე-6 წუთზე გაიტანა. „პარი სენ-ჟერმენმა“ წონასწორობის აღდგენა 65-ე წუთზე, კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტით შეძლო. 11-მეტრიანი გოლად უსმან დემბელემ გარდასახა. 

ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა, გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვლინდა. სერია „პარი სენ-ჟერმენმა“ 4:3 მოიგო და ტიტულიც შეინარჩუნა.