აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Nexia TA Georgia-მ 20-21 სექტემბერს მასშტაბური კონფერენცია და სემინარი გამართა სატრანსფერო ფასწარმოქნის პრინციპების შესახებ. ღონისძიებას კახა ბენდუქიძის საუნივერსტეტო კამპუსმა უმასპინძლა.
კონფერენციაში მონაწილეობას ნექსია თიეის ექსპერტებისა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების გარდა, Nexia International-ის წევრების, იტალიური და გერმანული ოფისების საერთაშორისო დაბეგვრისა და სატრანსფერო ფასწარმოქნის მიმართულების დირექტორი Gian Luca Nieddu და საგადასახადო პარტნიორი Benno Lange იღებდნენ. მოწვეულმა გამომსვლელებმა აუდიტორიას სატრანსფერო ფასწარმოქმნის შესახებ საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და ამ მიმართულების თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრეს, ხოლო ნექსია თიეის ექსპერტებმა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა და მომავალში დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში სატრანსფერო ფასწარმოქმნა ახალი რეგულირებაა და როგორც ზემოთხსენებულ კონფერენციაზე დამსწრე ქართული კომპანიების ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელებმა განაცხადეს აღნიშნული რეგულირება მათთვის დღემდე ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს, ამიტომაც ნექსია თიეის მიერ გამართული შეხვედრა დარგის სპეციალისტების მონაწილეობით მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაცილებით გაუმარტივებს – განაცხადა ნექსია თიეის მმართველმა პარტნიორმა, გელა მღებრიშვილმა.
ნექსია თიეის მიერ ორგანიზებული კონფერენცია სატრანსფერო ფასწარმოქნის შესახებ იყო ძალიან აქტუალური და დროული, ქართული ბაზრით საერთაშორისო კომპანიების მაღალი დაინტერესების ფონზე ადგილბრივ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა, რათა მომზადებული შეხვდეს ახალ რეგულაციებს და საერთაშორისო დაბეგვრის ახალ მექანიზმებს – აღნიშნა პსპ ფარმას ფინანსურმა დირექტორმა, ბატონმა გაიოზ ხამხაძემ.
გარდა სატრანსფერო ფასწარმოქმნის და მისი მიდგომების განხილვისა, კონფერენციაზე ნექსია თიეის მიერ გამოცემული დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის შესახებ სამოქმედო გეგმის საინფორმაციო ბროშურის ქართული თარგმანის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც პირველია საქართველოში. ბროშურას კომპანია უსასყიდლოდ გაავრცელებს, რათა გადასახადის გადამხდელებს მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო დაბეგვრასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.
კონფერენციის მეორე დღეს გაიმართა სემინარი, ეგრეთ წოდებული „ვორქშოპი“, სადაც დამსწრე საზოგადოებას იტალიელმა და გერმანელმა ექსპერტებმა მენეჯერული მომსახურების, სასესხო ხელშეკრულების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა ქეისების მაგალითზე არსებული საერთაშორისო პრაქტიკა გააცნეს და მათთან ერთად დეტალურად განიხილეს პრობლემური საკითხები.