Google-ის თანამშრომლების ნაწილი მზადაა ხელფასების შემცირებას დათანხმდეს, თუ კომპანია მათ დისტანციურად მუშაობის საშუალებას მისცემს.
ივნისის შემდგომ, 10,000-მდე ინტერნეტკომპანიის 135,000-ზე მეტმა თანამშრომელმა სრულ განაკვეთზე დისტანციურად მუშაობის, ან სხვა ოფისში გადასვლაზე ნებართვა ითხოვა. მიუხედავად ამისა, Google-ს მოთხოვნების 80 პროცენტი ჯერ არ დაუმტკიცებია. თანამშრომლები, რომლებიც დისტანციურად მუშაობას, ან თუნდაც სხვა ქალაქსა და შტატში ოფისიდან მუშაობას აირჩევენ, ხელფასების შემცირებასაც უნდა დათანხმდნენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილმდებარეობას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თანამშრომლების ხელფასები, სამუშაო ფუნქციასა და კვალიფიკაციასთან ერთად, მათი საქმიანობის ადგილმდებარეობითაც დგინდება. ივნისში, Google-ის მიერ შემუშავდა „Work Location Tool“, რომელიც თანამშრომლებს ეხმარება გამოთვალონ მათი ანაზღაურება გეოგრაფიულ ფაქტორზე დაყრდნობით და იყვნენ ინფორმირებულები იმ შეთხვევაში, თუ ისინი დისტანციურად, ან თუნდაც სხვა ქალაქიდან და სახელწიფოდან მუშაობას გადაწყვეტენ. თუმცა, კომპანიის განცხადებით, ისინი, დისტანციურად მუშაობის შემთხვევაშიც, მაღალ ანაზღაურებას გადაუხდიან თანამშრომლებს, რომლებიც ნიუ-იორკის მსგავს კონკურენტუნარიან სამუშაო ბაზარზე მუშაობენ.
კომპანიამ თანამშრომლების მიერ წარდგენილი გადაადგილებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა 15% უარყო, რადგან მათი სამუშაო სპეციალურ აღჭურვილობასთან წვდომას, ან რეგულარულად პირისპირ ურთიერთობას მოითხოვდა. უარყოფილი მოთხოვნების ნაწილი კი შიდა გუნდის წევრებზე მოდის, რომლებიც ვალდებულნი არიან კონკრეტულ ცენტრსა და ოფისში იმუშაონ. დასაქმებულებს უფლება აქვთ ხელახლა მოითხოვონ დისტანციურად მუშაობის უფლება და მათ მენეჯერებთან ერთად სხვა მოქნილი სამუშაო ვარიანტებიც განიხილონ.
შეგახსენებთ, რომ Google-მა გასულ თვეს კორონავირუსის შემთხვევების ზრდისა და „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელების გამო თანამშრომლების ოფისში დაბრუნება გადაავადა. ნებაყოფლობით დისტანციურად მუშაობის უფლება Google-ის თანამშრომლებს 18 ოქტომბრამდე შეუნარჩუნდებათ.