SOCAR-მა და BP-მ  აბშერონში პირველი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა დაიწყეს

SOCAR-მა და BP-მ  აბშერონში პირველი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა დაიწყეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და BP–მ კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში, ჩრდილოეთ  ხალის პერსპექტიულ უბანში  Shallow Water Absheron Peninsula (SWAP)–ში პირველი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა დაიწყეს.

18 აგვისტოს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში SOCAR–მა და BP–მ აღნიშნეს, რომ ბურღვა 9 აგვისტოს დაიწყეს Satti jack-up მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უსაფრთხოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

„ეს პირველი ჭაბურღილია ამ ტერიტორიაზე. ჭაბურღილის სავარაუდო სიღრმე 2,424 მეტრამდე მიაღწევს, ხოლო ამ ჭაბურღილის გაბურღვას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. ჭის მონაცემების გაანალიზების შემდეგ ჩატარდება ჭაბურღილის შეფასების პროგრამა, იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები დამაიმედებელი იქნება, სამუშაოები გაგრძელდება“ – ნათქვამია SOCAR–ისა და BP–ის ერთობლივ განცხადებაში.

„სასიხარულოა, რომ სოკარის CDC–ის მიერ KazMunayGas–ის Satti jack-up მცურავი საბურღი დანადგარის მოდერნიზაციის შემდეგ, პირველი საბურღი სამუშაოები დაიწყო ზედაპირული წყლის აბშერონის ნახევარკუნძულზე( Shallow Water Absheron Peninsula).“ – განაცხადა SOCAR–ის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა. მისი განცხადებით, ის მოხარულია, რომ კასპიის რეგიონის ქვეყნების კომპანიები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება. გარდა ამისა, აბდულაევი იმედოვნებს, რომ SOCAR–ი, BP აზერბაიჯანი და ყაზახეთის KazMunayGas–ი გააგრძელებენ წარმატებით თანამშრომლობას კასპიის ზღვაში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე.

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის BP–ის რეგიონული პრეზიდენტის,  გარი ჯონსონის განცხადებით, იმისათვის, რომ შეექმნათ უსაფრთხო გარემო და გამართული საბურღი პროგრამა, დიდი მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს. „ჩვენ მოვიძიეთ მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური გამოცდილება მსოფლიოს სხვა ზედაპირული წყლის სფეროებიდან, ამასთან, ჩვენი გამოცდილებაც მივუსადაგეთ მსოფლიოში არსებულ ტექნოლოგიებს, რათა შეგვექმნა უსაფრთხო გარემო.  ველით მჭიდრო თანამშრომლობას SOCAR–თან, რათა უსაფრთხოდ და ეფექტურად ჩავატაროთ ეს პირველი სამძებრო სამუშაოები SWAP–ის ტერიტორიაზე“.

უნდა აღინიშნოს, რომ BP არის ოპერატორი და ფლობს 50 პროცენტს SWAP წარმოების გაზიარების ხელშეკრულებაში (PSA)–ში, რომლის პარტნიორი SOCAR–ია, რომელიც ასევე 50%–ს ფლობს.

BP-სა და SOCAR-ს შორის ხელშეკრულება SWAP წარმოების გაზიარების შესახებ (PSA) კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში  ერთობლივი კვლევებისა და განვითარების მიზნით 2014 წლის დეკემბერში ქალაქ ბაქოში გაფორმდა.