ადამიანი ბიზნესის კეთების ჰობით

ადამიანი ბიზნესის კეთების ჰობით

საქართველოში ათი წლის წინ საქმიანი მიზნით ჩამოვიდა – სასტუმრო უნდა გაეხსნა. მიზანს მიაღწია, თუმცა საქართველო მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ქვეყნად იქცა, ვიდრე უბრალოდ სამუშაო ადგილია. როგორც თავად ამბობს, ეგვიპტის შემდეგ, ახლა მას მეორე სამშობლოც აქვს. ტერაბანკის პერსონალიზებულ საბანკო მომსახურების, სელექტის, სპეციალურ რუბრიკაში ამჯერად ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ გენერალურ დირექტორს, ენდრიუ ადელ ბიშაი აბდელმესიჰს წარმოგიდგენთ.

ბატონო ენდრიუ, როგორ დაიწყო საქართველოში თქვენი კარიერა?

თბილისში 2012 წელს ჩამოვედი. ამ ქვეყანამ ჩემზე შთაბეჭდილება თავისი ბუნებითა და უნიკალური კულტურით ერთი შეხედვით მოახდინა და მას შემდეგ საქართველო ჩემი მეორე სამშობლო გახდა. მადლობა მის მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხს.  ჩემთვის დიდი პატივი იყო, განმეხორციელებინა და მემართა უზარმაზარი პროექტი, რასაც „ბილტმორ თბილისი“ ჰქვია. მოგეხსენებათ, სასტუმროს გრანდიოზული გახსნა 2016 წელს შედგა.

ამ პროექტზე მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაც იყო, ვინაიდან ქალაქის ცენტრში იმ ისტორიული შენობის რეკონსტრუქცია უნდა მოგვეხდინა, რომელზეც დღეს „ბილტმორ თბილისი“ დგას. ჩვენ მადლობელი ვართ ამ შენობის, რომელიც მანამდე მძიმე მდგომარეობაში იყო. დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო იმისთვის, რომ მისი რეაბილიტაცია მოგვეხდინა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ძალიან ვამაყობთ, რომ ეს შევძელით და შენობას პირვანდელი სახეც შევუნარჩუნეთ.

თქვენ სტუმარმასპინძლობის სექტორში გამოცდილება „ბილტმორამდეც“ გქონდათ და კარგად იცნობთ ამ ინდუსტრიის გამოწვევებსა და შესაძლებლობებსაც. როგორ შეაფასებთ საქართველოში ამ სექტორში არსებულ ვითარებას?

საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, ყოველწლიურად მზარდია მოთხოვნაც. ამჟამად უდიდეს გამოწვევას კვალიფიციური კადრების პოვნა და რეგიონში პოლიტიკურად არასტაბილური ვითარება წარმოადგენს. ამას ემატება ისიც, რომ დაახლოებით ორი წელი პანდემია გვქონდა, რამაც ინდუსტრიას დიდი დარტყმა მიაყენა. თუმცა მჯერა, რომ ჩვენ გადავლახავთ ამჟამინდელ გამოწვევებსაც, ისე როგორც გლობალური პანდემიის დროს შევძელით.

თქვენ ახსენეთ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რას აკეთებს „ბილტმორი“ მათ მოსაზიდად?

პირადად ჩვენ კვალიფიციური კადრების პრობლემა არ გვაქვს. დაქირავებული გვყავს ნიჭიერი და გამოცდილი ადამიანები, რომლებსაც ტრენინგები სტუმარმასპინძლობის სექტორში აქვთ გავლილი. ასევე, ამ კუთხით ჩვენ საერთაშორისო გამოცდილებაც გვაქვს. თუმცა ზოგად ჭრილში, სამწუხაროდ, პანდემიის შემდეგ ქვეყანა უამრავმა კვალიფიციურმა ადამიანმა დატოვა. „ბილტმორში“ კი ეს პრობლემა არც არასდროს გვქონია, ამჟამად სასტუმრო 300-მდე ადამიანს ასაქმებს.

გასულ წელს „ბილტმორის“ მმართველი კომპანიის შემოსავალი და მოგება 2020 წელთან შედარებით გაიზარდა. რა მაჩვენებლებს ელოდებით წელს, დაუბრუნდებით პანდემიამდელ შედეგებს?

მიუხედავად ბევრი სირთულისა და იმისა, რომ მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ჩვენი სასტუმრო მკაცრად მიჰყვებოდა,  ოპერირება პანდემიისას არ შეგვიჩერებია. შეგვიძლია, თავდაჯერებულად ვთქვათ, რომ კრიზისი ღირსეულად გადავლახეთ. 2021 წელი შედარებით უკეთესი იყო 2020 წელთან შედარებით და პოზიტიური დინამიკა ნათელია, თუმცა ჯერჯერობით არ მიგვიღწევია იმ მაჩვენებლისთვის, რაც პანდემიამდე გვქონდა. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ველოდები გაუმჯობესებას ყველა ასპექტში. ჩვენი შემოსავალი 2021 წელს 5 მილიონ ლარზე მეტი იყო, წელს კი ველოდებით, რომ უფრო მეტი იქნება. 2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით „ბილტმორმა“ უკვე 70 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა, მათი უმრავლესობა უცხოელი იყო.

თქვენი აზრით, რამდენად მიმზიდველია საქართველოს ჰორეკასექტორი ინვესტორებისთვის?

მინდა გკითხოთ საქმიან ტურიზმზეც (MICE)… რა გვჭირდება ამ მიმართულების გასაძლიერებლად?

MICE-ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი და მიმზიდველი მიმართულებაა. თავდაპირველად, როდესაც „ბილტმორის“ პროექტზე ვმუშაობდით, ჩვენი მიზანი იყო, დაგვეკმაყოფილებინა ის მაღალი სტანდარტები და სპეციფიკური საჭიროებები, რაც MICE-ვიზიტორებს აქვთ. შედეგად, ჩვენ წარმატებით ვუმასპინძლეთ საერთაშორისო ღონისძიებებს, მათ შორის: „აბრეშუმის გზის ფორუმს“, UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე კონფერენციას და NATO-ს Shape Military Partnership Directorate-ს.

MICE-ტურიზმის კუთხით საქართველოს შესახებ ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდებოდა, თუმცა პანდემიამ ყველაფერი დრამატულად შეცვალა. მიუხედავად ამისა, აღდგენის ნიშნები არის. ზოგადად ამ მიმართულების გაძლიერების კუთხით, პირველ რიგში, რეგიონში მშვიდობა გვჭირდება. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ეროვნული ვალუტის სტაბილურობაა. ასეთი ტიპის ბიზნესი წინასწარ კარგად იგეგმება და ვალუტის მერყეობა რისკებს აჩენს.

ისევ დავუბრუნდეთ „ბილტმორს“,როგორი დამსაქმებელია ის?

ჩვენი სლოგანი არის „იყავი ჩვენი საპატიო სტუმარი“, რაც  სრულად თანხვდენილია საქართველოს სტუმარმასპინძლობის მთავარ ღირებულებებთან. ჩვენი მომსახურება ამ ფილოსოფიას ეფუძნება და ჩვენი მთავარი მიზანი არის მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა. ჩვენთვის თითოეული სტუმარი მნიშვნელოვანი და ღირებულია.

ამავე დროს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვა, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა იქმნება და რაც სასურველი შედეგების მისაღწევად წარმატებაში მნიშვნელოვანია.

მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად სირთულეებისა, პანდემიის დროს, არცერთ ჩვენს თანამშრომელს სამსახური არ დაუკარგავს, ჩვენ ყველა მათგანი შევინარჩუნეთ, ვინაიდან ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ღირებულად მივიჩნევთ.

როგორც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმროს მმართველს, როგორ ახერხებთ ე.წ. work-life-ბალანსს?

როდესაც გიყვარს საქმე, რასაც აკეთებ, ის ნაკლებად დამღლელი ხდება, უფრო მეტიც, სასიამოვნოც არის. მე პირადად, ჩემს თავისუფალ დროსაც ბიზნესს ვუთმობ, ვინაიდან ჩემი მოწოდებაა, რომ განვვითარდე.

რაც შეეხება ტერაბანკის პერსონალიზებულ საბანკო მომსახურება სელექტს, რა გამოცდილება გაკავშირებთ ამ ბრენდთან?

ბანკი ყველა ადამიანის ცხოვრებაშია, თქვენი აზრით, რა არის ის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც საფინანსო ინსტიტუტი უნდა აირჩიოთ?

ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობა და კომფორტია, რასაც ახალი და დროული ტექნოლოგიები ემატება. ყველაფერი ვითარდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია დაინახო, რომ ჩემი მშობლიური ბანკი ფეხს უწყობს განვითარებას და არ ჩამორჩება ტექნოლოგიურ წინსვლას.

დაბოლოს, რა არის თქვენი გეგმები კარიერის თვალსაზრისით და ასევე „ბილტმორის“, როგორც ბრენდის განვითარების მიმართულებით?

ზოგადად, მე ყოველთვის ღია ვარ ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევებისთვის. ამჟამად ორ განსხვავებულ სექტორში მმართველის პოზიცია მიკავია. ესენია სამშენებლო და სტუმარმასპინძლობის სექტორი. „ბილტმორის“ პარალელურად, სამშენებლო კომპანიას ვმართავ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. სხვა სექტორებშიც გამოვცდიდი თავს, თუმცა, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ვიცი, რომ არასოდეს შევწყვეტ ნიშური „ბილტმორ თბილისის“ განვითარებასა და მასზე ზრუნვას. ჩვენ გრანდიოზული გეგმები გვაქვს სასტუმრო ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით. ეს ახალი გეგმა არაა, უბრალოდ პანდემიამ შეაფერხა მისი განხორციელება, თუმცა მასზე კვლავ ვმუშაობთ და ვნახოთ, რა იქნება.

რუბრიკის წარმდგენია ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება – სელექტი.