აღმოსავლეთი ევროპა რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად ერთიანდება

აღმოსავლეთი ევროპა რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად ერთიანდება

ბუნებრივი აირის ბაზარზე რუსეთის დომინირებასთან დასაპირისპირებლად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გაერთიანდნენ. სახელმწიფოები თანამშრომლობის ფარგლებში პროექტების შემუშავებასა და რესურსების გაზიარებას გეგმავენ, რაც რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულებას შეამცირებს.

საბერძნეთ-ბულგარეთის €240-მილიონიანი ხაზი საბერძნეთიდან ბულგარეთის ცენტრალურ ნაწილს დაუკავშირდება. პროექტს, მასში ჩართული ქვეყნების გარდა, ევროკავშირი აფინანსებს. მილსადენი, რომელიც ორი ქვეყნისა და მათი მეზობლებისთვის ახალ ქსელზე წვდომას უზრუნველყოფს, ივნისში ამოქმედდება. ახალი პროექტის მიზანი პოლონეთისა და ბულგარეთის გაზით უზრუნველყოფაა, რომელთაც, რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის თმის გამო, რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

გარდა ამისა, ერთობლივი გეგმების შესახებ განცხადება ბულგარეთისა და რუმინეთის ლიდერებმაც გააკეთეს. ბულგარეთის პრემიერის თქმით, მათი ქვეყნისთვის რუმინული გაზის თურქეთში გაგზავნა და საბერძნეთ-ბულგარეთის ურთიერთდამაკავშირებელი ხაზით უკან დაბრუნებაა შესაძლებელი. ბულგარეთისა და რუმინეთის თანამშრომლობის მიზანი, ბუნებრივი აირის ბაზარზე რუსეთის დომინირების შემცირებაა.

Stork II-ის მილსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებების განახლებას ჩეხეთი და პოლონეთიც გეგმავენ. ჩეხეთის პრემიერის თქმით, მისი ქვეყანა პოლონეთის ახალი ან გაფართოებული თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებიდან გაზის შეძენითაა დაინტერესებული. ჩეხეთის რესპუბლიკა 90%-ზე მეტით რუსულ გაზზეა დამოკიდებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *