აგვისტოში გაზრდილი შემოსავლების გამო საქართველოს ფისკალური ბალანსი გაუმჯობესდა

აგვისტოში გაზრდილი შემოსავლების გამო საქართველოს ფისკალური ბალანსი გაუმჯობესდა

საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის აგვისტოში წინა წელთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზი თითქმის ყველა არსებული სექტორის კოვიდპანდემიის  გავლენებისაგან თანდათანობითი გათავისუფლებაა. ეკონომიკური აღდგენა შეეხო როგორც მომპოვებით და სამშენებლო სფეროს, ისე საფინანსო, საწარმოო, სავაჭრო, ენერგეტიკის, სატრანსპორტო და ტურისტულ სექტორებსაც.

ამ პერიოდში გაიზარდა შიდა მოთხოვნაც, რაც ძირითადად მთავრობის ხარჯებისა და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგს წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ ინფლაცია მცირედით კლებისდა მიუხედავად მაინც მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს. წლიური ინფლაცია აგვისტოში 12.8%-ს შეადგენდა, სექტემბერში კი ეს მაჩვენებელი 12.3%-მდე შემცირდა. ფასები დაახლოებით 15%-ით გაიზარდა საკვებსა და სურსათზეც.

სანაცვლოდ, შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტები. აღნიშნულის მიზეზი კი საქონლით სავაჭრო ბალანსის გაუარესების ტურიზმის აღდგენითა და მზარდი ტრანზაქციებით კომპენსირებაა.

2021 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გასულ წელთან შედარებით 8.4%-ით შემცირდა. ფულადი გზავნილების ნაკადებისა და საერთაშორისო ტურისტების შემოდინების ზრდას კი აღნიშნულში დიდი წვლილი აქვს. თუმცა საქონლით ვაჭრობის დეფიციტი 2021 წლის მესამე კვარტალშიც გაგრძელდა.

ქვეყნის ეროვნული ვალუტა, ლარი, სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში სიმყარეს ინარჩუნებდა. ამას კი გარე ბალანსებზე მდგომარეობის გაუმჯობესება დაეხმარა. გარდა ამისა, გაზრდილი შემოსავლების დამსახურებით 2021 წლის აგვისტოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის ფისკალური ბალანსიც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *