ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რიგით 39-ე, 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში რეკორდული რაოდენობის, 3,028 მილიარდერია – 247-ით მეტი გასულ წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. მათი ჯამური ქონება ასევე რეკორდულ – $16.1 ტრილიონს შეადგენს. რეკორდულ მაჩვენებელზეა იმ პირთა რაოდენობაც, რომელთა სიმდიდრეც $100-მილიარდიან ნიშნულს სცდება. კერძოდ, ამ ზღვრის გადაკვეთა წლევანდელ სიაში 15-მა მილიარდერმა შეძლო.
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში ტექნოლოგიური მაგნატების ახალი ტალღა გამოჩნდა — მათ შორის არიან DeepSeek-ის დამფუძნებელი, Alphabet-ის CEO, CoreWeave-ის ოთხი აღმასრულებელი და ბევრი სხვა AI-ენთუზიასტი მეწარმე.
გასულ წელს ტექნოლოგიების სექტორში მომუშავეების სიმდიდრე განსაკუთრებით შესამჩნევად გაიზარდა — საერთო ჯამში $600 მილიარდით. ამ ზრდის წყალობით რეიტინგს ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელი 46 ახალი მილიარდერი დაემატა. აღსანიშნავია, რომ ახლა ტექნოლოგიური ინდუსტრია ყველაზე მდიდარია Forbes-ის მილიარდერების სიაში და მისი წარმომადგენლების ერთობლივი ქონება $3.2 ტრილიონს აღწევს.
AI-ის მიმართულებით რბოლა, რომელიც 2022 წელს ChatGPT-ის გამოშვებით დაიწყო, ამჟამად პიკს აღწევს. ინვესტორების მხრიდან ინტერესმა, ახალი ენობრივი მოდელების გაშვებამ და ბიზნესში AI-ის მზარდმა დანერგვამ ტექნოლოგიური კომპანიების ღირებულება მკვეთრად გაზარდა — შედეგად, გამოჩნდნენ ახალი მილიარდერებიც.
Anthropic-ის შვიდივე დამფუძნებელი, რომლებიც OpenAI-დან 2021 წელს წავიდნენ, ახლა მილიარდერები არიან $3.5-მილიარდიანი დაფინანსების შემდეგ, რომელიც კომპანიამ $61.5 მილიარდად შეფასებისას მოიზიდა. გაიზარდა ილონ მასკის xAI-ის შეფასებაც, რომელმაც დეკემბერში $6 მილიარდის მოზიდვის შემდეგ, $50 მილიარდს მიაღწია. მარტში xAI მასკმა X-თან (ყოფილი Twitter-ი) გააერთიანა, რამაც მისი შეფასება $80 მილიარდამდე გაზარდა.
Forbes-ის სიის ახალწვეული ჩინელი ლიანგ ვენფენგის მიერ დაარსებულმა DeepSeek-მა იანვარში AI-მოდელი გამოუშვა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ეს უკანასკნელი OpenAI-ის ChatGPT-ის კონკურენტად დასახეს. კონკურენციის კიდევ უფრო გასაზრდელად DeepSeek-მა ცოტა ხნის წინ თავისი დიდი ენობრივი მოდელის, V3-ის განახლება გაუშვა.
Scale AI-ის დამფუძნებელი ალექსანდრ ვანგი, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს გახდა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, ბაზრის ვარდნის შემდეგ სიიდან გაქრა, თუმცა 2025 წლის რეიტინგში დაბრუნება შეძლო — კომპანიამ $1 მილიარდი მოიზიდა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან ხელშეკრულება გააფორმა.
ბოლო პერიოდი წარმატებული აღმოჩნდა CoreWeave-ისთვისაც, რომელიც 32 მონაცემთა ცენტრს ფლობს. კომპანია გასულ წელს $2 მილიარდად იყო შეფასებული, წელს კი უკვე $23 მილიარდად საჯაროდ განთავსდა — შედეგად, მისი სამი თანადამფუძნებელი და ერთი ადრეული ინვესტორი მილიარდერების სიაში მოხვდნენ.
წარმატებით განაგრძობენ ზრდას ძველი, უფრო მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები და, შესაბამისად, მათი დამფუძნებლები და აღმასრულებელი დირექტორები კიდევ უფრო მდიდრდებიან. Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი $51 მილიარდით გამდიდრდა, Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგი კი — $21.7 მილიარდით. ამას ხელი აშშ-ის პროექტ „Stargate“-ში $500-მილიარდიანმა ინიციატივამ შეუწყო. პროექტში ჩართულნი არიან: Oracle-ი, SoftBank-ი, OpenAI, Nvidia და Microsoft-ი.
ამასთან, Alphabet-ის Gemini 2.0-ის გამოშვებამ მისი CEO სუნდარ პიჩაი Forbes-ის მილიარდერების სიაში პირველად მოახვედრა, ხოლო ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის ქონება $30 მილიარდით გაიზარდა.
დიდი მოლოდინია Meta-ს AI-პერსპექტივების კუთხითაც — კომპანიის აქციების ფასმა მარკ ცუკერბერგს კარიერაში პირველად, $216 მილიარდით, რეიტინგში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი მოუტანა.
გთავაზობთ ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე ცნობილ მილიარდერებს, რომლებიც Forbes-ის სიაში წელს პირველად მოხვდნენ (დალაგებულია ქონების ზრდის მიხედვით):
ლიანგ ვენფენგი (ადგილი რეიტინგში: 2933)
ქონება: $1 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: AI, ჰეჯ-ფონდი | მოქალაქეობა: ჩინეთი
სუნდარ პიჩაი (2790)
ქონება: $1.1 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Google | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
ლუის ფონ ანი (2790)
ქონება: $1.1 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Duolingo | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
სევერინ ჰაკერი (2790)
ქონება: $1.1 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Duolingo | მოქალაქეობა: შვეიცარია
დარიო ამოდეი (2623)
ქონება: $1.2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Anthropic | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
დანიელა ამოდეი (2623)
ქონება: $1.2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Anthropic | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
ტომ ბრაუნი (2623)
ქონება: $1.2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Anthropic | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
ჯეკ კლარკი (2623)
ქონება: $1.2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Anthropic | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
ჯარედ კაპლანი (2623)
ქონება: $1.2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Anthropic | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
სემ მაკკენდლიში (2623)
ქონება: $1.2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Anthropic | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
კრისტოფერ ოლა (2623)
ქონება: $1.2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Anthropic | მოქალაქეობა: კანადა
ჯეკ კოგენი (2623)
ქონება: $1.2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: ღრუბლოვანი გამოთვლები | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
იაო რუნჰაო (2479)
ქონება: $1.3 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: ონლაინ თამაშები | მოქალაქეობა: ჩინეთი
ბრანინ მაკბი (2233)
ქონება: $1.5 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: ღრუბლოვანი გამოთვლები | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
ფილ შოუ (1947)
ქონება: $1.8 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: მთარგმნელობითი მომსახურება | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
ჯო ლონსდეილი (1763)
ქონება: $2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები, Palantir | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
ალექსანდრ ვანგი (1763)
ქონება: $2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: ხელოვნური ინტელექტი | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
ბრაიან ვენტურო (1763)
ქონება: $2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: ღრუბლოვანი გამოთვლები | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
მაიკლ ინტრეიტორი (1172)
ქონება: $3.1 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: ღრუბლოვანი გამოთვლები | მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები