AI-დაფინანსების ყველაზე მსხვილი რაუნდები 2025 წელს

AI-დაფინანსების ყველაზე მსხვილი რაუნდები 2025 წელს

Visual Capitalist-მა, BestBrokers.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ხელოვნური ინტელექტის სფეროში 2025 წლის 10 უმსხვილესი გაირგება წარმოგვიდგინა. რეიტინგი, რომელიც ხაზს უსვამს, თუ ვინ მოიზიდა ყველაზე მეტი კაპიტალი, ასევე რომელი ინვესტორები ქმნიან ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების მომავალ ტალღას, 8 ივლისის მდგომარეობით არის შედგენილი.

დაფინანსების უმსხვილესი რაუნდით რეიტინგში პირველ ადგილს OpenAI იკავებს. ChatGPT-ის შემქმნელმა მიმდინარე წელს $40 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რის შედეგადაც მისი შეფასება $300 მილიარდამდე გაიზადა. მთავარ ინვესტორებს შორის Microsoft-ი და SoftBank-ი არიან. თუმცა კომპანიას მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს შესასრულებელი: OpenAI თავისი ამჟამინდელი ჰიბრიდული არაკომერციული სტრუქტურიდან სრულად დამოუკიდებელ კომერციულ სუბიექტად უნდა ჩამოყალიბდეს. ამისთვის კი ვადად 2025 წლის 31 დეკემბერი აქვს განსაზღვრული.

გარიგების გამოცხადებიდან მალევე, OpenAI-მ განაცხადა, რომ ის არაკომერციული მშობელი კომპანიის კონტროლის ქვეშ დარჩებოდა, ამავდროულად რესტრუქტურიზაციას გაუკეთებდა თავის კომერციულ ფრთას, რათა მეტი კაპიტალი მოეზიდა. წამყვანი ინვესტორის, SoftBank-ის განცხადებით კი, თუ ახალ მოდელზე გადასვლა განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად არ მოხდება, ის თავის წვლილს $30 მილიარდიდან $20 მილიარდამდე შეამცირებს.

რაც შეეხება მეორე მსხვილ გარიგებას, 2025 წლის ივნისში Meta-მ ScaleAI-ში 14.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო, რითაც მისი 49%-იანი წილი შეიძინა, ხმის უფლების გარეშე. შედეგად, ფირმის შეფასება 29 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. გარიგების პირობების თანახამდ, ScaleAI-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ვანგი Meta-ში გადავა და Superintelligence Lab-ს უხელმძღვანელებს – ხელოვნური ინტელექტის ახლად შექმნილ განყოფილებას.

2025 წლის განმავლობაში, მილიარდიანი ინვესტიციები შედარებით ნაკლებად ცნობილმა სტარტაპებმაც მოიზიდეს, მაგალითად როგორიცაა Infinite Reality და Safe Superintelligence-ი. მათ შორის Infinite Reality-მ 3 მილიარდი დოლარი მოიზიდა. ის ვირტუალურ გარემოს ქმნის, რომელიც გართობას, ელექტრონულ კომერციასა და სოციალურ ინტერაქციას აერთიანებს. კომპანიის პროდუქტი იმ ბრენდებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც მომხმარებლების ახალ ციფრულ სივრცეებში ჩართულობის გაზრდას ცდილობენ.

რაც შეეხება Safe Superintelligence-ს, რომელმაც წელს $2 მილიარდი მოიზიდა, ის ხელოვნური ინტელექტის გრძელვადიან უსაფრთხოებაზეა ფოკუსირებული. OpenAI-ის ყოფილი მკვლევრების მიერ დაარსებული სტარტაპის მისიაა შექმნას სუპერინტელექტი, რომელიც თავიდანვე უსაფრთხოების პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.

AI-დაფინანსების 10 უმსხვილესი რაუნდი, გარიგების ღირებულების მიხედვით (2025, 8 ივლისი):
კომპანიაგარიგების ღირებულებაშეფასებაინვესტორი(ები)
OpenAI$40 მლრდ$300 მლრდMicrosoft, SoftBank, Founders Fund, Magnetar Capital
Scale AI$14.3 მლრდ$29 მლრდMeta
xAI$10 მლრდ$80 მლრდ (პრე)Morgan Stanley და სხვა ინვესტორები
Anthropic$3.5 მლრდ$61.5 მლრდLightspeed, Salesforce, Alphabet
Infinite Reality$3 მლრდ$15.5 მლრდSky Sports, T-Mobile Ventures, WWE
Safe Superintelligence$2 მლრდ$32 მლრდGreenoaks, Alphabet, Andreessen Horowitz
Groq$1.5 მლრდ$2.8 მლრდსაუდის არაბეთის სამეფო
Anysphere$900 მლნ$9 მლრდThrive, Accel, Andreessen Horowitz
Lambda$480 მლნ$2.5 მლრდAndrej Karpathy, NVIDIA, ARK Invest
Runway$310 მლნ$3 მლრდGeneral Atlantic, Baillie Gifford, Fidelity, NVIDIA