AI-ეპოქის 10 წამყვანი კომპანია 2025 წლისთვის - CNBC

AI-ეპოქის 10 წამყვანი კომპანია 2025 წლისთვის - CNBC

ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს გარდაქმნის, ფინანსებიდან დაწყებული ეროვნული თავდაცვით დამთავრებული. ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიები კი, მოთხოვნის მატების პარალელურად, უფრო სწრაფად იზრდებიან.

გთავაზობთ CNBC-ის ყოველწლიური სიის მიხედვით 2025 წლის 10 ყველაზე რევოლუციურ კომპანიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ჩამონათვალში შედის კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ინვესტიციას იზიდავენ და განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ, რადგან ისინი ხელოვნური ინტელექტის მომავალს ქმნიან.

აღსანიშნავია, რომ სიაში შემავალი ხუთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის – Anduril-ის, OpenAI-ის, Databricks-ის, Anthropic-ისა და Canva-ს – ჯამური ღირებულება თითქმის 500 მილიარდ დოლარს შეადგენს. მხოლოდ OpenAI-ის ღირებულება, 40 მილიარდი დოლარის რეკორდული ფანდრაიზინგის რაუნდის შემდეგ, 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, AI-ის მრავალ სფეროში იყენებენ. მაგალითად, Anduril-ი ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე დრონებს ქმნის, ხოლო Canva მილიონობით ადამიანს გრაფიკული დიზაინის გასამარტივებლად საკუთარ AI-პლატფორმას სთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი AI-კომპანიების უმეტესობა აშშ-შია თავმოყრილი, ამ სფეროს ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორიცაა Canva (ავსტრალია) და Revolut-ი (დიდი ბრიტანეთი) შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაა დაფუძნებული. ისინი ხელოვნური ინტელექტის გლობალურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. Octopus Energy, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კიდევ ერთი წამყვანი ფირმა, ხელოვნურ ინტელექტს ელექტროენერგიის განაწილების ოპტიმიზაციისთვის იყენებს.

2025 წლის 10 წამყვანი კომპანია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით:
კომპანიაქვეყანატექნოლოგიური აღწერაშეფასება
Andurilაშშქმნის და ტესტავს დრონებს აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის$31 მლრდ
OpenAIაშშChatGPT-ის, DALL·E 3-ისა და Sora-ს შემქმნელი$300 მლრდ
Databricksაშშაწყობს და აანალიზებს მონაცემებს ღრუბლოვან სისტემაში$62 მლრდ
Anthropicაშშქმნის უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ AI-ს, როგორიცაა Claude$62 მლრდ
Canvaავსტრალიაიძლევა ყოველდღიურად მილიონობით დიზაინის შექმნის შესაძლებლობას$32 მლრდ
Rampაშშსაკრედიტო ბარათებისა და გადასახადების მართვა ხელოვნური ინტელექტით$13 მლრდ
Flock Safetyაშშსამეთვალყურეო AI-ტექნოლოგიები$8 მლრდ
AlphaSenseაშშიყენებს ხელოვნურ ინტელექტს დოკუმენტებიდან ინფორმაციის მისაღებად$4 მლრდ
Octopus Energyდიდი ბრიტანეთიდიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ენერგომომწოდებელი AI-პლატფორმით$9 მლრდ
Stripeაშშგადახდების ბექ-ოფისის ინფრასტრუქტურა კომპანიებისთვის$96 მლრდ
Revolutდიდი ბრიტანეთიციფრული ბანკინგი 50 მილიონზე მეტი მომხმარებლით$45 მლრდ
Thrive Marketაშშსაკვების ონლაინმაღაზია 1.6 მილიონზე მეტი გადამხდელი წევრითმიუწვდომელია