ახალი მილიარდერი - ამხანაგი თავმჯდომარე

ახალი მილიარდერი - ამხანაგი თავმჯდომარე

როდესაც უნგრეთში კომუნიზმი კაპიტალიზმმა ჩაანაცვლა, შანდორ ჩანიმ უშველებელი ბანკი შექმნა და თავისი ქვეყნის პირველი მილიარდერიც გახდა.

1992 წელს შანდორ ჩანიმ წარმოუდგენელი რამ გააკეთა: მან ადამიანები სამსახურიდან დაითხოვა. უნგრული ბანკის, OTP-ის მენეჯერებისთვის, რომელთა სამსახურებრივ პოზიციებს კომუნიზმის დროს საფრთხე არასდროს დამუქრებია, ეს უზარმაზარი შოკი იყო. მაგრამ რკინის ფარდა ჩამოვარდა, ქვეყანა ცვლილებებს განიცდიდა, ჩანს კი მოდერნიზაცია ეჩქარებოდა.

მის ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია: მან ბუდაპეშტში დაფუძნებული, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ფინანსური სერვისების გიგანტის, $36.9-მილიარდიანი აქტივების მქონე OTP Bank Group-ის პრივატიზება და განახლება შეძლო. ბულგარეთით დაწყებული, სლოვაკეთით დამთავრებული, ბანკი ცხრა ქვეყანაში ოპერირებს და 12 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, ხოლო მთელი ამ ქსელის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე თავად ჩანი გახლავთ. მის წილს OTP-ში ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული წილებიც ემატება და ჯამში $1 მილიარდის ქონება გამოსდის, რაც 63 წლის ჩანს უნგრეთის პირველი მილიარდერის სტატუსს ანიჭებს.

ჩანი პატარა პროვინციულ ქალაქში, იასაროკსზალაშში (მოსახლეობა 8,000), დაიბადა, 14 წლისა კი საცხოვრებლად ბუდაპეშტში გადავიდა. ბუდაპეშტის ფინანსებისა და ბუღალტერიის კოლეჯში ბიზნესადმინისტრირების სწავლის შემდეგ, მუშაობა უნგრეთის ფინანსთა სამინისტროში დაიწყო და შემოსავლების სამსახურში გააგრძელა. სახელმწიფო აღმასრულებლის რანგში შეძენილი კავშირების წყალობით კი მოახერხა და OTP-ის თავმჯდომარე 1990-იანებშივე გახდა – ზუსტად იმ დროს, როცა კომუნისტურ ბლოკში კაპიტალიზმმა იწყო გავრცელება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *