ახალი სეზონიდან საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი crocobet დიდი 10-ის სახელს ატარებს

ახალი სეზონიდან საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი crocobet დიდი 10-ის სახელს ატარებს

4 სექტემბერს, სასტუმრო “სვისჰოტელში”, კომპანია კროკობეთსა და რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კომპანია crocobet-ი დიდი 10-ის გენერალური სპონსორი გახდა. ახალი სეზონიდან სარაგბო ჩემპიონატი crocobet დიდი 10-ის სახელს ატარებს.

კროკობეთი უკვე მრავალი წელია, რაც ქართული სპორტის მხარდამჭერია. კომპანია გულშემატკივრებსა და crocobet დიდი 10-ის მონაწილე პირებს საინტერესო და დასამახსოვრებელ სეზონებს ჰპირდება.

კროკობეთი დიდი 10-ის ახალი სეზონი სტარტს 6 სექტემბერს აიღებს, სადაც მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის აია, არმიას სტუმრად დაუპირისპირდება.

აღნიშნული მემორანდუმი იმის დამადასტურებელია, რომ კომპანია რაგბის დიდი მხარდამჭერია და მომავალში მიზნად რაგბის კავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კროკობეთის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკო ადეიშვილმა და რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილმა მოაწერეს.

ნიკო ადეიშვილი (კროკობეთის მარკეტინგის ხელმძღვანელი)

ეს მემორანდუმი ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ ქართული რაგბის დიდი მხარდამჭერები ვართ და მიზანი მისი განვითარების ხელშეწყობაა . საქართველოს რაგბის შიდა ჩემპიონატი ახლა უკვე crocobet დიდი 10-ის სახელს ატარებს.

რაგბის კავშირთან ამ მნიშვნელოვანი ურთიერთშეთანხმების და მათთან თანამშრომლობით მოხარულები ვართ და მომავალშიც არაერთ სიახლეს გპირდებით. ამ სპორტს დიდი ისტორია და კიდევ უფრო დიდი მომავალი აქვს და გვსურს, რომ ეს სფერო კიდევ უფრო წინ წავიდეს.

მიმაჩნია, რომ რაგბისთვის სპონსორის მოძებნა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, ეს კულტურა ამ მხრივ დიდად განვითარებული არ არის, მაგრამ კროკობეთმა ეს ნაბიჯი გადადგა და ჩვენი მიზანია, ქართულ კლუბებს საკუთარი თამაშის წარმოჩენის უკეთესი საშუალება მიეცეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ რაგბის ეს შეთანხმება დიდად დაეხმარება. ჩვენი მიზანი ამ სეზონში ქართული კლუბებისა და ჩემპიონატის პოპულარიზაციაა. სარაგბო ჩემპიონატს crocobet დიდი 10 დაერქვა და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს სპორტი საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული გახდეს.

თორნიკე გოგებაშვილი (რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი)

კარგი დღეა, რადგან კროკობეთი და რაგბის კავშირი პარტნიორები გახდნენ. კროკობეთი დიდი 10-ის ექსკლუზიური სპონსორი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ის, რაც რაგბის კავშირს აქვს და რაც ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს აძლევს პროდუქტს, ყველაფერი ეს გაძლიერდეს და მარკეტინგულად სხვა სპონსორებისთვისაც საინტერესო იყოს. მჯერა, რომ ჩვენ ერთ გუნდად საინტერესო პროდუქტს შევქმნით, რომელიც პირველ რიგში ჩვენი კლუბებისთვის საინტერესო იქნება.

შევთანხმდით, რომ პირველ წელს ძირითადი რესურსი თავიდანვე მარკეტინგულ განვითარებას მოხმარდება: შეიცვალა დიდი 10-ის სახელი, შეიქმნება ვებგვერდი და კიდევ სხვადასხვა აქტივობები, რაც პირველ რიგში ჩვენი კლუბებისთვის იქნება საინტერესო, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ის მთავარი პროდუქტი, რაც რაგბის კავშირს აქვს. მადლობა კროკობეთს, ვფიქრობ რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება და მომავალში კიდევ არაერთი სეზონი ვითანამშრომლებთ.

დიდი 10 არის ქართული რაგბის ერთერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომლითაც ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ვამაყობთ. ეს ხელშეკრულობა დიდ პოპულარიზაციას გაუწევს დიდ 10-, რომელიც სხვა სპონსორებსაც დააინტერესებს და გულშემატკივრებსაც უფრო დააინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ მრავალი სეზონი გაგრძელდება.

გიორგი ბახუტაშვილი (კროკობეთის წარმომადგენელი)

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კომპანია არსებობის პირველივე დღიდან ქართული სპორტის დიდი მხარდამჭერია და წვლილი უამრავ წარმატებაში მიუძღვის. ჩვენ არა მხოლოდ გუნდურ, არამედ ინდივიდუალურ სახეობებშიც გვყავს წარმომადგენელი. ამჯერად მემორანდუმი რაგბის კავშირთან გავაფორმეთ და კროკობეთი დიდი 10-ის სახელობითი სპონსორია, რაც ნიშნავს, რომ შეგვიძლია უკვე ჩემპიონატი, როგორც crocobet დიდი 10 ისე ვახსენოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება ორივე მხარისთვის წარმატებების მომტანი იქნება.

ნიაზ მამრიკაშვილი (კომენტატორი)

მიმაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მომტანია. ყველა სოლიდურ ჩემპიონატში, როგორიც არის საფრანგეთისა და ინგლისის, ბურთებზე ყოველთვის არის აღნიშნული რა ჩემპიონატია. კარგი იქნებოდა თუ კროკობეთის ლოგო, crocobet დიდი 10 იქნებოდა დატანილი ყველა ბურთზე, რაც ხაზს გაუსვამდა იმ საკითხს, რა დასახელების ჩემპიონატია და ამაზე ალბათ არც თუ ისე დიდი ფინანსები იქნებოდა საჭირო. იმისათვის, რომ ეს ჩემპიონატი უფრო თვალშისაცემი და ხაზგასასმელი იყოს, ვფიქრობ ეს დეტალი კარგი იქნებოდა.

რაც შეეხება crocobet დიდი 10-ის ახალ სეზონს, როგორც ყოველთვის მოლოდინები თავიდან საკმაოდ დიდია. მოვლენებს არ გავასწრებ და კლუბებს ორისამი ტურის შემდეგ, რა სიახლეები ექნებათ მომზადებული და ამ საკითხზე შემდეგ მოგახსენებთ.”

გიორგი ჯანელიძე

დიდი 10 არის ქართული რაგბის სახე და შესაბამისად, მის გვერდით ისეთი მძლავრი ორგანიზაციის გამოჩენა, როგორიც კროკობეთია, კარგი ამბავია და ამასთან უკეთესის მომასწავებელი.

კომპანია კროკობეთი წლების განმავლობაში არაერთი ქართული სპორტული გუნდისა თუ ათლეტის სპონსორი იყო. სხვადასხვა დროს, კროკობეთმა თანამშრომლობა გააფორმა ისეთ კლუბებთან, როგორიცაა იტალიური ნაპოლი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დინამო ბათუმი, ფოთის კოლხეთი, საკალათბურთო კლუბი ქუთაისი და სხვა. რაც შეეხება ინდივიდუალური სპორტის სახეობებს, კროკობეთი მხარს უჭერს ისეთ ათლეტებს, როგორიცაა ილია სულამანიძე, ლერი აბულაძე, სანდრო თავართქილაძე და ალეკო საღლიანი. ტრადიცია გრძელდება, კროკობეთი კვლავაც ქართული სპორტის მხარდამჭერია და უახლოეს მომავალშიც არაერთი სპორტსმენისა თუ გუნდის გვერდში იდგება. S