ახალი სტანდარტი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე – რა გამოარჩევს „მაქრო სითი თბილისს“?

ახალი სტანდარტი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე – რა გამოარჩევს „მაქრო სითი თბილისს“?

დღეს ადამიანი საცხოვრებელ კომპლექსში ეძებს თვითკმარ გარემოს, სადაც დროის დაზოგვასა და კომფორტულად ცხოვრებას შეძლებს. ამ რეალობის გათვალისწინებით და მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, MAQRO Development-ი დედაქალაქში ახალ, მასშტაბურ მულტიფუნქციურ პროექტს, „მაქრო სითი თბილისს“ აშენებს.

ამრიგად, მათთვის, ვინც ახლა გეგმავს ინვესტირებას და მშენებარე ბინები აინტერესებს, ეს კომპლექსი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე საინტერესო შესაძლებლობაა.

„მაქრო სითი თბილისის“ მშენებლობა ნოე რამიშვილის ქუჩაზე, სტრატეგიულად შერჩეულ ლოკაციაზე მიმდინარეობს. პროექტი ჯამში 100,000 მ² ფართობს მოიცავს, საიდანაც ტერიტორიის თითქმის ნახევარი მთლიანად მწვანე, სარეკრეაციო ზონებსა და მოსასვენებელ სივრცეებს ეთმობა. ამგვარი კონცეფციით საბოლოოდ ეკომეგობრული და მრავალფეროვანი შიდა ინფრასტრუქტურის მქონე საცხოვრებელი სივრცე შეიქმნება.

ადგილმდებარეობის უპირატესობას ისიც განაპირობებს, რომ კომპლექსი ახლოსაა მეტროსადგურთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთთან“. მომავალში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები კი ამ არეალის საინვესტიციო პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის.

„მაქრო სითი თბილისში“ ბინების ფართი 48 მ²-დან იწყება, რაც არჩევანის თავისუფლებას აძლევს როგორც მცირე საცხოვრებლის მაძიებლებს, ისე მრავალწევრიან ოჯახებს. ხელმისაწვდომია 2-, 3- და 4-ოთახიანი სტანდარტული, ასევე ტერასიანი და საკუთარი ეზოს მქონე ბინები.

აღსანიშნავია ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა: მფლობელებს ბინები სრული რემონტით ჩაბარდებათ. ეს კონდიცია მაცხოვრებელს ათავისუფლებს რემონტთან დაკავშირებული დროისა და ფინანსური რესურსის ხარჯვისგან. სრული რემონტი მოიცავს:

  • შეღებილ კედლებსა და ლამინირებულ იატაკს;
  • ალუმინის ფანჯრებს და კარებს;
  • ჩასაშენებელი ტექნიკით (ღუმელი, ქურა, გამწოვი) სრულად აღჭურვილ სამზარეულოს;
  • იატაკის გათბობასა და სრულად მოწყობილ სველ წერტილებს (კერამიკული ფილებითა და სანტექნიკით).

ისეთი მასშტაბური პროექტების შემდეგ, როგორებიცაა „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“, MAQRO Development-ი ახალი პროექტით კიდევ ერთხელ ამკვიდრებს თანამედროვე, კომფორტული და თვითკმარი ცხოვრების ახალ სტანდარტს თბილისში.

S