ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა კეიტ არდერნმა გადადგომის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო.

42 წლის არდერნმა გადადგომის მიზეზად სტრესი, დაღლილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.

„მეც ადამიანი ვარ. დიახ, პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იქამდე, სანამ ამას ფიზიკურად ვახერხებთ, ამის შემდეგ კი დგება დრო, რომ წავიდეთ“, – განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

არდერნი პრემიერ-მინისტრად 2017 წელს დაინიშნა და 37 წლის ასაკში ის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ქალი ლიდერი გახდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქვეყანას არაერთ რთულ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, მათ შორის იყო: კოვიდპანდემია, 2019 წლის ტერორისტული აქტი, თეთრ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა და რუსეთ-უკრაინის ომი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *