ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ, შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაციის ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ დაპირისპირებაში მისი მეტოქე ყაზახი ბეკზატ ალმახანი იყო.

ყაზახმა მებრძოლმა პირველი რაუნდის საწყისი წუთები საკმაოდ აქტიურად დაიწყო, თუმცა რაუნდის მეორე ნახევარში ალექსანდრეც გააქტიურდა და მეტოქეს შთამბეჭდავი გდება შეუსრულა. მეორე რაუნდში თოფურიამ ბრძოლაში დომინაცია მოიპოვა და ალმახანს დიდი ზიანიც მიაყენა. მესამე რაუნდში ქართველმა ყაზახი ნოკდაუნშიც გაუშვა, თუმცა ალმახანმა ბრძოლის გაგრძელება შეძლო.

საბოლოოდ, ალექსანდრე თოფურიამ ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. აღსანიშნავია, რომ მას სამივე მსაჯმა გამარჯვება სამივე რაუნდში მიანიჭა. რაუნდების ქულები კი შემდეგნაირად განაწილდა: 30:27, 30:27, 29:27.