10-12 თებერვალს, ცენტრალური აზიის უმსხვილეს სამშენებლო ფორუმ UzBuild 2026-ზე, საქართველოს დეველოპერული სექტორი ალიანს ჯგუფმა წარადგინა.
B2B ფორმატის შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიაზე, ალიანსის კომერციულმა დირექტორმა, თემო ბიწაძემ, აუდიტორიას ბრენდის 20-წლიანი საოპერაციო და სამშენებლო ექსპერტიზა გაუზიარა, ასევე ისაუბრა უზბეკეთის, როგორც ახალი პერსპექტიული მიმართულების მნიშვნელობაზე.
UzBuild-ის 2026 წლის ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო 22-მა ქვეყანამ და 418-ზე მეტმა ლოკალურმა თუ საერთაშორისო კომპანიამ.
პირველად, რეგიონული მნიშვნელობის ფორუმზე, საქართველოს დელეგაცია კოლექტიური სტენდით იყო წარმოდგენილი.
UzBuild 2026 საერთაშორისო პლატფორმაზე ახალი სამშენებლო ტენდენციების გაზიარებასა და პარტნიორული კავშირების ფორმირებას ისახავს მიზნად.
S











