ALTA-ს აღმასრულებელ დირექტორად ნოკა ბაინდურაშვილი დაინიშნა

ALTA-ს აღმასრულებელ დირექტორად ნოკა ბაინდურაშვილი დაინიშნა

ALTA-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ამ პოზიციაზე ნოკა ბაინდურაშვილი დაინიშნა.

„ALTA-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დანიშვნა ჩემს პროფესიულ გზაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და მე ამ პასუხისმგებლობას მთელი გულით ვიღებ.

მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ALTA-ს საუკეთესო გუნდს, განსაკუთრებით ბატონ კახა ჭოველიძეს, ნდობისთვის და ALTA-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობისთვის. ეს გამოწვევა ჩემთვის დიდ პატივთან ერთად მნიშვნელოვან პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს“, – აცხადებს ALTA-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ნოკა ბაინდურაშვილი.