ალუმნი კომპანიების გამოფენა თავისუფალ უნივერსიტეტში

ალუმნი კომპანიების გამოფენა თავისუფალ უნივერსიტეტში

10 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსი ალუმნი კომპანიების პირველ გამოფენას, Freeuni Alumni Fair-ს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიები საპანელო დისკუსიების, გამოფენა-გაყიდვისა და დეგუსტაციების ფორმატში. ღონისძიება თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდისა და თავისუფალ უნივერსიტეტის კოლაბორაციით ხორციელდება. Freeuni Alumni Fair-ის გენერალური სპონსორია სტარტაპერი – Startuperi.

Freeuni Alumni Fair 10 ივნისს, 15:00 საათიდან გაიხსნება. კომპანიების გამოფენასთან ერთად, ღონისძიება მოიცავს პანელურ დისკუსიებს მეწარმეობის, სარეკლამო ინდუსტრიისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ.

მეწარმეობის პანელში მონაწილეობენ: SKA Juice Bar, ScootScoot, Meta Agency, B2C.

სარეკლამო ინდუსტრიის და ახალი ტექნოლოგიების პანელში მონაწილეობენ: Leavingstone, Redberry, Optio.AI.

Freeuni Alumni Fair-ის გემრიელ ნაწილზე საქართველოს კულინარიის აკადემია იზრუნებს.

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული კომპანია შექმნეს. ეს კომპანიები მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისსა და პროდუქტს აწვდიან და საქმიანობენ ტექნოლოგიების, სარეკლამო ინდუსტრიის, საკონსულტაციო, სოფლის მეურნეობის, საკვები და სასმელი პროდუქტების წარმოების, და სხვა მიმართულებებით.

10 ივნისის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული 30-ზე მეტი კომპანია:

AccountAnts • ენთები | B2C | Boletto | Freeze Tea | Cider Shereula | Softchef | e-Consul | Fireflies | Founder | Greenleaf | ჟუჟუნა | KAIKONA | Kangaru | KeyTech | Kovzy | Leavingstone | Meta Agency | Morevi | Neuropilot | Optio.AI | Ordero | Quick | Redberry | ScootScoot | SITA | SKA Juice Bar | UPWAY | Zeptos | COSMO | Dum Dum | Webdoors • ვებდორსი

სარეგისტრაციო ბმული Freeuni Alumni Fair-ზე დასასწრებად: https://bit.ly/3INHpn5

სიახლეები ღონისძიების შესახებ: https://bit.ly/3oStOEg

თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდი არაკომერციული, საქველმოქმედო ორგანიზაცია და მოხალისეობრივი ინიციატივაა. ალუმნი ფონდის მიზანია ახალგაზრდებს გვერდით დაუდგეს ხარისხიანი განათლების მიღების გზაზე, შექმნას შესაძლებლობები და გამოცდილებებისა და წარმატების გაზიარების სივრცეები. ფონდის მთავარი პროექტიადააფინანსე შესაძლებლობა“, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის პირველკურსელ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სტიპენდიებით უზრუნველყოფს.

S