აპრილში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა თითქმის ₾73 მილიარდს გაუტოლდა

აპრილში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა თითქმის ₾73 მილიარდს გაუტოლდა

ფოტო: Getty Images

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 144.28 მილიონი ლარით, 0.20%-ით გაიზარდა. შედეგად, თვის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 72.89 მილიარდი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.08%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სესხების წლიურმა ზრდამ კი, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.14% შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.18 მილიონი ლარით, 0.21%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 55.09 მილიონი ლარით, 0.18%-ით. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ამ შემთხვევაში 0.10%-იანი კლება დაფიქსირდა.

სებ-ის ინფორმაციით, აპრილის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 11 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 21.16 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 0.40%-იანი კლება, მეორე შემთხვევაში კი 0.58%-იანი მატება დაფიქსირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილის განმავლობაში 1.20%-ით, 453.23 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 38.24 მილიარდი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.51% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.01 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მონაცემია.