აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.7% შეადგინა

აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.7% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%, წინა თვესთან შედარებით კი -0.7% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.04 პროცენტული პუნქტით აისახა.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.3%-იანი მატება, რაც 1.05 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9%-ით, რაც -1.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9%-ით, რაც -0.78 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

წყარო: საქსტატი