ასეულობით მილიონი უმაღლესი განათლების სექტორში

ასეულობით მილიონი უმაღლესი განათლების სექტორში

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლების სექ­ტო­რი საქართველოში შემოსავლების მიხედვით ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია. თუკი მთლიანი სექტორის შემოსავლები 2009 წელს 250 მილიონ ლარამდე იყო, 2019 წელს იდენტური მაჩვენებელი 690 მილიონ ლარს შეადგენდა.

2021 წლის მდგომარეობით საქართველოში 55 უნივერსიტეტია ავტორიზებული, მათ უმრავლესობას კერძო პირები ფლობენ, თუმცა სექტორის შემოსავლების უმეტესი ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლებში ხვდება.

საგულისხმოა, რომ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სიებში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ორი უნივერსიტეტის მთავარი ფოკუსი მედიცინის მიმართულებაა.

GALT & TAGGART-ის პროგნოზით, კერძო სექტორის მიმართ მოლოდინი ოპტიმისტურია. შინამეურნეობების შემოსავლების, უცხოელი სტუდენტების რაოდენობისა და უფროსი ასაკობრივი ჯგუფების სასწავლო პროცესში ჩართულობის მაჩვენებლის ზრდის ფონზე, კერძო სექტორის შემოსავლების ზრდა მომდევნო წლებშიც მოსალოდნელია.

გარდა მაღალი და სტაბილური შემოსავლიანობისა, კერძო სექტორი მოგებიანობის თვალსაზრისითაც გამოირჩევა – მოგების მარჟა 2017-2018 წლებში 25%-ს გაუტოლდა. კერძო სექტორის წმინდა მოგება 2019 წლისთვის 42.8 მლნ ლარი იყო.

კერძო სექტორის შემოსავლებისა და მოგების ზრდის პარალელურად, იზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტების საბიუჯეტო შემოსავლები და უმაღლესი განათლების დაფინანსების სახელმწიფო დანახარჯებიც. მზარდია საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ განათლებაზე დახარჯული თანხებიც – 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 151 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ოპტიმისტური პროგნოზების ფონზე, Forbes Georgia წარმოგიდგენთ ყველაზე შემოსავლიანი კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ლიდერბორდს.

ყველაზე შემოსავლიანი ქართული კერძო უმაღლესი სასწავლებლები

N

უნივერსიტეტის დასახელება

შემოსავალი, მლნ ₾

1

ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტი

42.0

2

საქართველოს უნივერსიტეტი

28.3

3

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ

18.2

4

კავკასიის უნივერსიტეტი

17.5

5

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

16.5

6

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

15.8

7

ევროპის უნივერსიტეტი

12.9

8

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

11.5

9

ჯიპა – საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

11. 3

10

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

8.5

11

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია

7.6

12

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

7.5

13

სასწავლო უნივერსიტეტი „გეომედი“

6.5

14

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

5.4

15

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

4.3

წყარო: 2019 წლის ფინანსური ანგარიშგებები

ყველაზე შემოსავლიანი ქართული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები

N

უნივერსიტეტის დასახელება

შემოსავალი, მლნ ₾

1

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

165.7

2

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

103.6

3

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

79.2

4

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

51.1

5

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

22.3

6

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

20.9

7

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

16.3

8

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

6.3

9

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

5.6

10

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

5.1

11

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

5.0

12

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

4.8

13

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

4.7

14

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

2.3

15

სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

1.4

წყარო: 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტები

 

შენიშვნა: ლიდერბორდში მოცემული არ არის იმ უნივერსიტეტების შემოსავლები, რომელთა ფინანსური ანგარიშგება ან ნაერთი ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი.