ფოტო: Getty Images
დღეს, 25 მარტს, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დალისტული კომპანიების დიდი ნაწილის აქციების ფასი გაიზარდა. ინვესტორების პოზიტიური რეაქცია მოჰყვა სიახლეს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმა შესთავაზა, რაც კონფლიქტის დეესკალაციის იმედებს აჩენს.
S&P 500 და Dow Jones Industrial Average დაახლოებით 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო ტექნოლოგიურ კომპანიებზე ორიენტირებული Nasdaq Composite თითქმის 1%-ით გამყარდა, მას შემდეგ რაც წინა დღეს ინდექსებმა კლება დააფიქსირა.
პარალელურად, შემცირდა ნავთობის ფასები. West Texas Intermediate დაახლოებით $90-მდე დაეცა, ხოლო Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი $97-ზე ქვემოთ ივაჭრებოდა. ირანთან დაკავშირებულ მოვლენებს ბაზრები კვლავ აქტიურად აკვირდებიან, რაც ფასების მკვეთრ მერყეობას იწვევს.
Associated Press-ის ინფორმაციით, ირანმა მიიღო 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. შუამავლის როლში პაკისტანია. მიუხედავად ამისა, თეირანმა პირდაპირი მოლაპარაკებების არსებობა უარყო და განაცხადა, რომ აშშ-ის შეთავაზება არ მიიღო.
მიუხედავად უარისა, აღნიშნულმა სიახლემ ბაზრებზე რისკის მიმართ ინტერესის ზრდა და ფედერალური რეზერვის მხრიდან მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინიც გააძლიერა.











