აშშ-ის არჩევნები: ვინ არიან ბაიდენისა და ტრამპის მილიარდერი დონორები?

აშშ-ის არჩევნები: ვინ არიან ბაიდენისა და ტრამპის მილიარდერი დონორები?

2024 წლის 5 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის ისტორიაში რიგით 47-ე პრეზიდენტს აირჩევს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, დემოკრატთა რიგებიდან, კანდიდატურა უკვე წამოაყენა თეთრი სახლის მოქმედმა ლიდერმა ჯო ბაიდენმა, ხოლო რესპუბლიკელთა რიგებიდან ერთ-ერთი – ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ამერიკულმა Forbes-მა წამყვანი კანდიდატების – ბაიდენისა და ტრამპის – უმსხვილეს დონორთა სია გამოაქვეყნა. აქვე გეტყვით, რომ Forbes-ის შეფასებითვე, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი წლევანდელ საარჩევნო სიაში ყველაზე მდიდარი კანდიდატია. დონალდ ტრამპის ქონება, ივნისის მდგომარეობით, $5.7 მილიარდადაა შეფასებული, ხოლო ჯო ბაიდენი სულ რაღაც $10 მილიონს ფლობს. ბაიდენის ქონება, ინაუგურაციის შემდეგ, მხოლოდ $2 მილიონითაა გაზრდილი.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი თავის მთავარ კონკურენტს მილიარდერებთან ახლო კავშირების გამო ხშირად აკრიტიკებს. თუმცა რეალურად ბაიდენის მხარდამჭერ მილიარდერთა კოლექტიური ქონება – $170 მილიარდი – სამჯერ აღემატება ტრამპის ტოპ-დონორების ერთობლივი ქონების წმინდა ღირებულებას.

ბაიდენის წამყვანმა დონორებმა, პრეზიდენტის მხარდამჭერი ჯგუფებისთვის, დღემდე $77 მილიონი გაიღეს. თეთრი სახლის მოქმედი ლიდერის ყველაზე გულუხვი და მდიდარი მხარდამჭერი მაიკლ ბლუმბერგია. ამერიკელმა მილიარდერმა ბაიდენის კამპანიისთვის ჯამში $20 მილიონი გაიღო – ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა, ამერიკის ფედერალური არჩევნების ისტორიაში. $20 მილიონის გაცემის შემდეგ, ნიუ-იორკის ყოფილი მერი ბაიდენის დონორთა სათავეშია. თუმცა ეს შემოწირულება 2%-ზე ნაკლებს შეადგენს იმ თანხისას, რომელიც ბლუმბერგმა 2020 წლის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისას დახარჯა.

ბაიდენის მსგავსად, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსაც არაერთი უმსხვილესი დონორი ჰყავს, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის თეთრ სახლში დასაბრუნებლად მილიონობით დოლარს ხარჯავენ. თუმცა როგორც წლევანდელი არჩევნების უმდიდრესი კანდიდატი აცხადებს, მას არავის ფული არ სჭირდება და დონორებსაც არ იყენებს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის პირადად ტრამპმა $66 მილიონი დახარჯა.

ტრამპის უმსხვილესი დონორები მისი დიდი ხნის მხარდამჭერები არიან, რომელთაც, კოლექტიურად, ყოფილი პრეზიდენტის კამპანიისთვის $123 მილიონი გაიღეს. ეს შესაძლოა დიდ თანხად ჩანდეს, თუმცა საკმაოდ მცირე ნაწილია იმის, რამდენსაც თავად ტრამპის დონორები ფლობენ: მათი ჯამური ქონება $55 მილიარდადაა შეფასებული.

წარმოგიდგენთ დონალდ ტრამპის უმსხვილეს დონორთა ათეულს:

  1. ტიმოთი მელონი

დონაცია: $76.5 მილიონი; ქონება: $1 მილიარდი +

  1. ლინდა მაკმეჰონი

დონაცია: $11.1 მილიონი; ქონება: $2.9 მილიარდი

  1. კელსი უორენი

დონაცია: $5.8 მილიონი; ქონება: $6.3 მილიარდი

  1. დაიან ჰენდრიკსი

დონაცია: $5.5 მილიონი; ქონება: $20.9 მილიარდი

  1. ტიმოთი დანი

დონაცია: $5 მილიონი; ქონება: $2.2 მილიარდი

  1. ელიზაბეტ უიჰლეინი

დონაცია: $5 მილიონი; ქონება: $6.6 მილიარდი

  1. რიჩარდ უიჰლეინი

დონაცია: $5 მილიონი; დონაცია: $6.6 მილიარდი

  1. ფილ რაფინი

დონაცია: $3.3 მილიონი; ქონება: $2.6 მილიარდი

  1. ჯოფრი პალმერი

დონაცია: $3 მილიონი; ქონება: $3.1 მილიარდი

  1. რობერტ „ვუდი“ ჯონსონი

დონაცია: $2.7 მილიონი; ქონება: $3.2 მილიარდი

წარმოგიდგენთ ჯო ბაიდენის უმსხვილეს დონორთა ათეულს:

  1. მაიკლ ბლუმბერგი

დონაცია: $20 მილიონი; ქონება: $106.2 მილიარდი

  1. რიდ ჰოფმანი

დონაცია: $17.7 მილიონი; ქონება: $2.5 მილიარდი

  1. ჯიმ საიმონსი

დონაცია: $10.2 მილიონი; ქონება: $31.4 მილიარდი

  1. მაიკლ მორიზი

დონაცია: $8.3 მილიონი; ქონება: $6.2 მილიარდი

  1. სტეფ მანდელი

დონაცია: $6.8 მილიონი; ქონება: $2.5 მილიარდი

  1. დასტინ მოსკოვიცი

დონაცია: $4.2 მილიონი; ქონება: $17.8 მილიარდი

  1. სეტ კლარმენი

დონაცია: $3.6 მილიონი; ქონება: $1.3 მილიარდი

  1. ჰენრი ლოფერი

დონაცია: $3.5 მილიონი; ქონება: $2.6 მილიარდი

  1. ავრამ გლეიზერი

დონაცია: $1.6 მილიონი; ქონება: $1.7 მილიარდი

  1. ემი გოლდმენ ფოუვლერი

დონაცია: $1.2 მილიონი; ქონება: $1.1 მილიარდი