ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სატარიფო განაკვეთები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, ისევე როგორც თითოეული სახელმწიფოს მიერ აშშ-ში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება. შედეგად, მათი წვლილი აშშ-ის სატარიფო შემოსავლებში მნიშვნელოვნად განსხვავებულია.
Visual Capitalist-მა, Terzo-სთან პარტნიორობით, დაადგინა, თუ რომელი ქვეყნებისგან იღებს აშშ ყველაზე მეტ სატარიფო შემოსავალს იმპორტის გზით ახალი განაკვეთების ფარგლებში.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სწრაფად ცვალებადი სავაჭრო პოლიტიკის ფონზე, შემოსავლების ზუსტი მაჩვენებლების დადასტურება რთულია. Global Trade Alert-მა სატარიფო შემოსავალი მიმდინარე განაკვეთებისა და 2024 წლის იმპორტის მონაცემების გამოყენებით დაახლოებით გამოთვალა. მონაცემები აშშ-ის 20 მთავარ სავაჭრო პარტნიორს მოიცავს.
კვლევის მიხედვით, აშშ-ის სავაჭრო შემოსავლებში ლიდერი ჩინეთია, ჰიპოთეტურად 205.2 მილიარდ აშშ დოლარით. ეს პროგნოზირებული 703.9 მილიარდი დოლარის თითქმის 30%-ია. ამგვარ მაჩვენებელს, ძირითადად, ჩინეთის იმპორტის მაღალი მოცულობა და სავაჭროდ მაღალი შეწონილი საგადასახადო განაკვეთი განაპირობებს, რომელიც 47.3%-ზეა.
მიუხედავად NAFTA-სა და მოგვიანებით USMCA-ს ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის ხანგრძლივი შეთანხმებებისა, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტი, ჰიპოთეტური დათვლებით, ამჟამად ქვეყნის სავაჭრო შემოსავლების მეორე და მესამე ყველაზე მაღალი წყაროა. ამ ქვეყნებისგან სატარიფო გადასახადებით აშშ-ს, შესაბამისად, 84.1 მილიარდი და 78.8 მილიარდი დოლარი უნდა მიეღო.
დანარჩენი 335.7 მილიარდი დოლარი სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტზე იყოფა. მათ შორისაა ინდოეთი (ჰიპოთეტურად 33.0 მილიარდი დოლარი) და გერმანია (ჰიპოთეტურად 32.3 მილიარდი დოლარი).
| ექსპორტიორი ქვეყანა | ჰიპოთეტური სატარიფო შემოსავალი (მილიარდ დოლარში) |
|---|---|
| ჩინეთი | 205.2 |
| მექსიკა | 84.1 |
| კანადა | 78.8 |
| ინდოეთი | 33.0 |
| იაპონია | 32.3 |
| გერმანია | 29.9 |
| ვიეტნამი | 29.8 |
| სამხრეთი კორეა | 27.9 |
| ტაივანი | 17.3 |
| იტალია | 12.9 |
| ტაილანდი | 12.6 |
| ბრაზილია | 12.5 |
| შვეიცარია | 12.2 |
| საფრანგეთი | 9.9 |
| სხვა ქვეყნები | 105.5 |












