აშშ-მა 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემა შეაჩერა - ჩამონათვალშია საქართველოც

აშშ-მა 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემა შეაჩერა - ჩამონათვალშია საქართველოც

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელდა ქვეყნების ჩამონათვალიც, რომელშიც საქართველოც არის.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომლის განმარტებითაც, ამ ქვეყნებიდან მიგრანტები ამერიკელ ხალხს კეთილდღეობას ართმევენ და ხშირად მათი გულიხვობით ბოროტად სარგებლობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 75 ქვეყნიდან იმიგრაცია შეჩერდება იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელახლა არ შეაფასებს იმიგრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რათა თავიდან აიცილოს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ამერიკაში შესვლა, რომლებიც სოციალური დახმარებითა და სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებენ.

საიმიგრაციო ვიზების გაცემა 21 იანვრიდან შეჩერდება შემდეგ ქვეყნებში: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაპე-ვერდე, კოლუმბია, კოტ დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთი სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.