აშშ მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის მხარდასაჭერად $9.5 მილიარდს გამოყოფს

აშშ მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის მხარდასაჭერად $9.5 მილიარდს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად მომდევნო სამი წლის განმავლობაში 9.5 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აღნიშნული თანხა თავისუფალი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ფონდებისა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობაზე დაიხარჯება.

გარდა კერძო და სამოქალაქო სექტორის დახმარებისა, თეთრი სახლი აქტიურად განაგრძობს აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოებში პროდასავლური ღირებულებების მხარდაჭერას.

აგრეთვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ გლობალური მონიტორინგის გამკაცრებას და იმ კომპანიებს სანქცირებას გეგმავს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან დამნაშავეები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *