„აჭარა ჯგუფის“ კომპანია D Block-ის პირველი საერთო სამუშაო სივრცე „სტამბაში“ გაიხსნა

„აჭარა ჯგუფის“ კომპანია D Block-ის პირველი საერთო სამუშაო სივრცე „სტამბაში“ გაიხსნა

26 ივნისიდან „სტამბაში“ „აჭარა ჯგუფის“ კომპანია D Block-ის პირველმა სამუშაო სივრცემ დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც განსხვავებული სტრუქტურის, ზომისა თუ დანიშნულების ოფისებსა და საერთო სამუშაო სივრცეებს აერთიანებს.

D Block Workspace @Stamba სხვადასხვა სფეროს გადაკვეთისა და შეხვედრის ადგილია, სადაც სახელოვნებო თუ შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად სტარტაპები, საგანმანათლებლო პროგრამები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მოიყრიან თავს.
სამუშაო სივრცე „სტამბას“ ეკოსისტემის ნაწილია, რაც მისი წევრების ყოველდღიურობას მეტად მრავალფეროვანსა და მოქნილს გახდის.

სერვისები მორგებულია როგორც სხვადასხვა ზომის გუნდზე, ისე ცალკეულ ინდივიდზე, ერთიანი და მარტივი მართვისათვის კი შეიქმნა სპეციალური ვებპორტალი, რომლის საშუალებითაც D Block-ის სივრცეში მაქსიმალური სარგებელის მიღებააა შესაძლებელი.

სამომავლოდ D Block Workspaces განვითარდება როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში, ისე საქართველოს რეგიონებში და საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით შემოქმედებითი გრავიტაციის ახალ წერტილებს შექმნის. S