11 ოქტომბერს, ბაქოში PASHA Holding-ის მიერ ორგანიზებული INMerge Innovation Summit-ის მეორე დღეა.
დღეს სამიტზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არიან Starbucks-ის თანადამფუძნებელი, ზევ სიგლი, Amazon-ის მთავარი ტექნოლოგიური დირექტორი, ვერნერ ვოგელსი და Waze-ის დამფუძნებელი, ური ლევინი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს, გახსნით ცერემონიაზე სიტყვით უკვე წარდგნენ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი, მიკაილ ჯაბაროვი, ციფრული ტრანსფორმაციისა და ტრანსპორტის მინისტრი, რაშად ნაბიევი და PASHA Holding-ის CEO. გარდა ამისა, პირველ დღეს სპიკერებს შორის იყვნენ Youtube-ის თანადამფუძნებელი, სტივ ჩენი და ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ლინდა ჰილი.
ცნობისთვის, INMerge Innovation Summit-ის მიზანია, რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას, სტარტაპებისა და ინვესტორების კოლაბორაციას შეუწყოს ხელი და ამავდროულად, დაინტერესებულ მხარეებს შორის იდეებისა და გამოცდილებების გაცვლისთვის პლატფორმა შექმნას.
სამიტი სტარტაპებს საკუთარი კონცეფციის წარმოდგენის, სტრატეგიული პარტნიორობების დამყარებისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ INMerge Innovation Summit-ის მამოძრავებელი ძალა აზერბაიჯანის წამყვანი საინვესტიციო ორგანიზაცია PASHA Holding-ია, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო კულტურის ხელშეწყობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიეთ ბმულს: www.inmerge.az.